ႫႧႠႥႰႭႡႨႱ ႱႾႣႭႫႤႡႨ
-
18 იანვარი 2019
2019 წლის 18 იანვარის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა.
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
-
23 იანვარი 2019
Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავსლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, შეასრულოს რეგიონული ცენტრის როლი.
-
23 იანვარი 2019
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდისშოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის.
-
23 იანვარი 2019
Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებსმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი Citi Group-ი საქართველოს საინტერესო და სანდო პარტნიორად აფასებს. ამის შესახებ ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯეი კოლინსმა დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
-
23 იანვარი 2019
პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელესსაქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
23 იანვარი 2019
პრემიერ-მინისტრი IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრასოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში დელეგაციას გააგზავნის, რის შემდეგაც კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ფონდის პრეზიდენტ ჟილბერტ ჰუნგბოს შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
-
23 იანვარი 2019
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულიასაქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.
-
23 იანვარი 2019
ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნისჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
-
23 იანვარი 2019
პრემიერ-მინისტრმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილესსაქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ႮႰႤႫႨႤႰ ႫႨႬႨႱႲႰႨႱ ႥႨႦႨႲႤႡႨ
-
20 ივლისი 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში












