საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №452-1

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2008 წლის 15 დეკემბრის
N452 ბრძანებით

2008 წლის 16-18 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა:


გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი

ალან პარასტაევი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მალხაზ აკიშბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დიმიტრი მანჯავიძე - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

პაატა გაფრინდაშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში

იოსებ ჩახვაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის-ტრის აპარატის რუსეთთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

შოთა უტიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

ლევან გერაძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი

ლორიკ მარშანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი

გონერ კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ერედვის მუნი-ციპალიტეტის ხელმძღვანელი.