საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №476

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა საქართველოს მთავრობის კვოტით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"საქართველოს მთავრობის კვოტით:

 

დავით დარჩიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი

ნიკა გვარამია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ალექსანდრე რონდელი - არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის" პრეზიდენტი (საერთაშორისოურთიერთობები, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა)

დავით აფრასიძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ლაშა ჟვანია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.".

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.


გრიგოლ მგალობლიშვილი