საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №325

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში განხორციე­ლებულ ცვლილებებთან და-კავშირებით, საქართველოს ზოგა­დი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სა­მეც­ნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს მთავრობის კვოტით:


თამაზ აგლაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სრული პროფესორი

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ნინო ფორაქიშვილი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი.".

 

ვლადიმერ გურგენიძე