საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N313

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის N293 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის N293 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს 2006 წლის 4-15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.";

ბ) დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,2006 წლის 4-15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა".

ზურაბ ნოღაიდელი