საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება N301

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შესახებ

1. დამტკიცდეს 2006 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.

2. დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტმა (ნ. ქევხიშვილი) აანაზღაუროს:
ა) სპეციალური რეისის ხარჯები (თბილისი-ბაქო-თბილისი);
ბ) სა­ჩუქ­რებისა და ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებე­ლი ხარჯები.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი