საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-10 კონსულტაციები საარჩევნო საკითხებზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება, ხოლო არჩევნების თარიღი უცვლელი რჩება და იგი 8 ოქტომბერს გაიმართება.

  • 2016-05-10 ჩეხეთი ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდამჭერია

    ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია, - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2016-05-10 შეხვედრა თომას ჰამარბერგთან

    საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის მიერ დანიშნულმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2016-05-10 საქართველოს მთავრობის განკარგულება N786

    ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • 2016-05-10 საქართველოს მთავრობის განკარგულება N785

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ