საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა

    გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.

  • 2016-05-16 შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორს, მენო შნელს შეხვდა. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის საკითხებს.

  • 2016-05-16 2016 წლის 16 მაისის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N835

    ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N834

    „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ" ოქმის ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოწონების შესახებ

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N833

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „გაეროს განვითარების პროგრამას" (UNDP) შორის „მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის" (MLF) პროექტის „ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (მე-9 ფაზა)" ფარგლებში გასაფორმებელი თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N832

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N830

    2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N829

    მ. სარჯველაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N828

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებისა და გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N826

    „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N824

    2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე

  • 2016-05-16 ბაქო-სუფსის პროექტით შეიქმნა მეტი სტაბილურობის გარანტია რეგიონში

    ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა. 

  • 2016-05-16 შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან

    პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო-სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“ 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის დადგენილება №216

    „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N821

    ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N820

    „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-05-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N819

    „საქართველოს (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ქ. ბოჭორიშვილის დანიშვნის შესახებ