საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-09 სადღესასწაულო სადილი ვეტერანებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მათ გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლა.

  • 2016-05-09 პრემიერ–მინისტრის კომენტარი

    დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ერთობლივი წვრთნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. 

  • 2016-05-09 შეხვედრა „ჰუალინგის“ პრეზიდენტთან

    მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი" საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

  • 2016-05-09 შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

    საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა და საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვედრაზე.

  • 2016-05-09 პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

    ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

  • 2016-05-09 შეხვედრა სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან

    სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართა.