საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-23 ამალი-დევდორაკის ხეობაში, სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო ყველა სამთავრობო უწყება მობილიზებულია - ტარდება გადაუდებელი სამუშაოები

    ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

  • 2016-06-23 2016 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.

  • 2016-06-23 ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება. საბჭოს დებულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

  • 2016-06-23 მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება

    მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილებები შედის - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება, რაც მოიცავს 38 ათას ადამიანს.

  • 2016-06-23 ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება

    საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება. განკარგულების პროექტს „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის" შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

  • 2016-06-23 71 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა

    ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2005-2009 წლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლების დაკანონების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 71 ეკომიგრანტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები.

  • 2016-06-23 პრემიერ-მინისტრი შსს-ს სავარაუდო დამნაშავის დაკავების ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და სამინისტროს, სავარაუდო დამნაშავის დაკავების ეფექტური ღონისძიებისთვის მადლობას უხდის. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

  • 2016-06-23 საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, განსაკუთრებით კი ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობა.

  • 2016-06-23 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 22 წლისაა

    საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 22 წელი გავიდა - აღნიშნული თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1221

    „შვედეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1220

    შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის" მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1219

    ტრენინგების ან/და სასწავლო კურსების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1218

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთის ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციისათვის გადაცემის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1217

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1216

    საქართველოს მთავრობასა და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს" შორის 2014 წლის 12 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1215

    შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1214

    შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1213

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1212

    სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1211

    შპს „საქართველოს მელიორაციის" მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1210

    „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1209

    შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1208

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით განსახლების გეგმის განახლების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1207

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I კმ80-კმ110 (ხულო-გოდერძის უღელტეხილი)) მშენებლობის განხორციელების მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის განახლების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1206

    შპს „ცოდნისათვის" სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით (5 (ხუთი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისისათვის" თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1205

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1204

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების მოწონების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1203

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი „სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის მომსახურების გაწევის თაობაზე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი" განვითარების ხელშეწყობის" პროექტისთვის" საგრანტო დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1202

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1201

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1200

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1199

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ მამუკა დოლიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1198

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის" იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1197

    შპს „საქართველოს ფოსტის" მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1196

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან ინდასთრისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1195

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ნითასათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1194

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1193

    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების განხორციელების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1192

    საბერძნეთის რესპუბლიკიდან (ქ. სალონიკი) ავთანდილ ჯაბახიძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1191

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან (ქ. ნორდჰაუზენი) ედუარდ ნიკოლაიშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1190

    კვიპროსის რესპუბლიკიდან (ქ. ლიმასოლი) საბა ბერუაშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1189

    საფრანგეთის რესპუბლიკიდან გულო ალავერდაშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1188

    ესპანეთის სამეფოდან (ქ. მადრიდი) შალვა ჭიჭიკოშვილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1187

    „საქართველოს მთავრობასა და ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1186

    „საქართველოს მთავრობასა და ბრუნეი დარუსალამის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1185

    „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001" ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1184

    „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1183

    „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მოწონების შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1182

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში იყალთოს ხევის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1181

    შ. ხუციშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2016-06-23 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №190

    გ. მანჯავიძისთვის „შვედეთის სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №188

    დ. ქუმსიშვილისთვის „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-06-23 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №187

    ს. სუბარისათვის „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულების (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001" ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-06-23 2016 წლის 23 ივნისს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 36 საკითხი