საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-27 ოფიციალური ვახშამი

    EFTA-მ და საქართველომ, ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთეს თავისუფალი ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერის შედეგად; ეს ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ ინვესტიციებს, მეტ ტურიზმსა და ასევე, მეტ ქართულ ღვინოს EFTA-ს ქვეყნებში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ ოფიციალურ ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს.

  • 2016-06-27 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტთან

    საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმება.

  • 2016-06-27 შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაიმართა.

  • 2016-06-27 შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ EFTA-სთან

    ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.

  • 2016-06-27 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში დაიწყო.

  • 2016-06-27 ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

    2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება - ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.