საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-03 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთო ღირებულებები და საერთო კულტურული ფასეულობები გააჩნიათ. 

  • 2016-06-03 შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის წარმომადგენლებთან

    საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის წარმომადგენლებთან გამართა

  • 2016-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ სამცხე-ჯავახეთს ეწვევა

    სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესი იწყება.

  • 2016-06-03 პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა

    განათლების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის, - მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს წარადგინა.

  • 2016-06-03 ოფიციალური სადილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს  ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

  • 2016-06-03 ხელმოწერის ცერემონია

    საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობები მზად არიან, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ".

  • 2016-06-03 გაფართოებული შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან

    საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ახალი აბრეშუმის გზის აღორძინებასა და საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჭანგ გაოლიმ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2016-06-03 პირისპირ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან

    მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატებით ვითარდება და თქვენი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან.