საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-06-08 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1028

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე

  • 2016-06-08 წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

    8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2016-06-08 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1027

    „საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე

  • 2016-06-08 სამმხრივი შეხვედრა ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში

    მწვანე ეკონომიკის განვითარება პანევროპულ რეგიონში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის, - ეს იყო მაღალი დონის სამმხრივი შეხვედრის ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

  • 2016-06-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა

    საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "გარემო ევროპისთვის" მერვე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

  • 2016-06-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი UNECE-ს აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, კრისტიან ფრის ბახს შეხვდა.