საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-07-11 საერთაშორისო სემინარი სახელმწიფო დახმარების საკითხებზე

    ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროექტის (TAIEX) ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტების მონაწილეობითა და სსიპ კონკურენციის სააგენტოს თანაორგანიზებით, მ/წ. 7-8 ივლისს, ქ. თბილისში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე - „სახელმწიფო დახმარება DCFTA-ის კონტექსტში."

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1393

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 2016 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1391

    საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (საბჭო) საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1390

    სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1389

    საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1387

    „სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ სესხის გაცემის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2036 განკარგულებით მოწონებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1386

    „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას, ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დაფუძნების თაობაზე (სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი) მრავალმხრივი შეთანხმების პროექტის" ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №327

    ტუბერკულოზის კონტროლის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №326

    აივ/შიდსის პრევენციისა და კონტროლის 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №204

    გ. გვენეტაძისათვის „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას, ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დაფუძნების თაობაზე (სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი) მრავალმხრივი შეთანხმების" ტექსტის მიღების მიზნით, მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №325

    „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №324

    „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №323

    „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №322

    „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №321

    „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №320

    „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №319

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ

  • 2016-07-11 საქართველოს მთავრობის დადგენილება №318

    ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ