საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-07-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

  • 2016-07-12 პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

  • 2016-07-12 სტიქიის შედეგების მოკლე ვადებში ლიკვიდაციისთვის, მთავრობა კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

    დასავლეთ საქართველოში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში, პირველსავე დღეებში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია აღდგენითი სამუშაოების შესახებ და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა.

  • 2016-07-12 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1397

    GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის, GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე" და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

  • 2016-07-12 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1396

    „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით" საგრანტო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-07-12 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1395

    „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)" სასესხო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-07-12 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №208

    ნ. ხადურისთვის „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით" საგრანტო შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-07-12 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №207

    ნ. ხადურისთვის „საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)" სასესხო შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე