საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-08-02 იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

    იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა.

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1568

    სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით·განხორციელების შესახებ

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1567

    2015 წლის 31 აგვისტოს დადებული განხორციელების ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1566

    „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1565

    „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტ II"-სთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევის და პროექტის დასრულების ვადის განსაზღვრის შესახებ

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1564

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის" მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • 2016-08-02 პატრიარქის ანგელოზის დღე

    თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს! - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ილია მეორემ პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.

  • 2016-08-02 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    ქალბატონო ლიანა, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ 70 წლის იუბილეს.

  • 2016-08-02 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს და დღეს ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ, თურმე, ქვეყნის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება განვახორციელეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, მედიაში, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1562

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • 2016-08-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1561

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-08-02 გიორგი კვირიკაშვილი - თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა

    თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.

  • 2016-08-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №233

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე