-
2016-09-30 საქართველოს პატრიარქის შეხვედრა რომის პაპთან
საქართველოში ვიზიტით მყოფი რომის პაპი ფრანცისკე პირველი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
-
2016-09-30 პრემიერი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იმყოფებოდა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო, - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, ახალი ღუმელის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
-
2016-09-30 პრემიერ-მინისტრი „საქკაბელის“ საწარმოში იმყოფებოდა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა, - "საქკაბელში", რომელიც ზესტაფონში მდებარეობს, 2 916 000 ლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციით, საწარმომ გადაიარაღება, ფრანგული ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით აღჭურვა შეძლო.
-
2016-09-30 პრემიერმა აგარაში ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო გახსნა
4,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, - ხილის სპირტის მწარმოებელი საწარმო აგარაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
-
2016-09-30 პრემიერმა კასპში მაღალტექნოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი" დაათვალიერა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
-
2016-09-29 პრემიერმა ჩინეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა და ჩვენ მზად ვართ უახლოეს დროში ამ შეთანხმების ხელმოწერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
-
2016-09-29 ნატოს გენერალური მდივნის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
-
2016-09-29 გლდანში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
გლდანში 40 000 კვ.მეტრის ფართობზე განთავსებული, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. მასშტაბური სავაჭრო ცენტრის - "სითი მოლი გლდანის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო
-
2016-09-29 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
თუკი ვინმე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2016-09-29 რაგბის გადამზადების ახალი ცენტრის გახსნა
„ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ფარგლებში, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა - ქვეყნის მასშტაბით რაგბის მეთექვსმეტე ობიექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-29 სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.
-
2016-09-29 შეხვედრა UEFA-ს ახალ პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
-
2016-09-29 ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასის დაპროექტება იწყება
ბაკურიანში, ოლიმპიური სტანდარტების მქონე ბიატლონის ტრასის მოსაწყობად, ცნობილ ფრანგულ კომპანია „აბესტთან" (ABEST) ერთად, საპროექტო სამუშაოები იწყება, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტირებისთვის 796 500 ლარი გამოიყოფა.
-
2016-09-29 განათლების სისტემის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო
მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
-
2016-09-29 ფონიჭალაში ახალი საწარმო აშენდება
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი.
-
2016-09-29 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
-
2016-09-29 საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება „საპარტნიორო ფონდის„ მიერ გასაფორმებელი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოში ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან.
-
2016-09-29 ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.
-
2016-09-29 პრემიერ–მინისტრის მილოცვა
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2016-09-29 პრემიერი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას მიესალმება
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ განხორციელებული 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის" შედეგებით, საქართველოს კონკურენტუნარიანობის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია 7 პოზიციით და, საქართველო, 138 ქვეყანას შორის, 59-ე ადგილზეა, - პროგრესს ინდექსში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას ყველაზე კომპლექსურად ასახავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება.
-
2016-09-28 2016 წლის 29 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 38 საკითხი
-
2016-09-28 პრემიერ-მინისტრმა გორში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს, - გორის რეაბილიტირებული #5 საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან, აშშ-ის ელჩ იან კელისთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლისთან ერთად გახსნა.
-
2016-09-28 ბათუმში სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა
ბათუმს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია ბათუმი" შეემატა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
-
2016-09-28 საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე აბონენტი გამოვლინდა
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მემილიონე მომხმარებელი აჭარის რეგიონში მცხოვრები მამუკა მახარაძის ოჯახი აღმოჩნდა. აბონენტის ქსელზე მიერთება დღეს სოფელ ხუცუბანში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კომპანია „სოკარის" პრეზიდენტთან, როვნაგ აბდულაევთან ერთად დაესწრო.
-
2016-09-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო.
-
2016-09-28 საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება
საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება, - მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.
-
2016-09-27 „ჰაიდელბერგცემენტი“ კასპში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში, - საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო.
-
2016-09-27 საჯარო დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატში
მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები; ქართველი ბიზნესმენების ჩართულობა აუცილებელია ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, ახალი კანონმდებლობისა და რეგულაციების მიღებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-09-27 გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის
დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2016-09-26 განმუხურში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება
განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს - უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-25 პრემიერ-მინისტრმა დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი გახსნა
თბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია, - დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გახსნა.
-
2016-09-25 პრემიერი - ერთადერთი აქცია, რომელსაც ვგეგმავთ, იქნება გამარჯვების აქცია
ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როდის გეგმავს მმართველი ძალა აქციის ჩატარებას თბილისში.
-
2016-09-25 „საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონია
საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში "საგურამოჰესი" ჩაირთო - ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-24 ყურძნის გადამამუშავებელი და სპირტის სახდელი ქარხნის გახსნა
სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-24 პრემიერ-მინისტრი „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და რთველის მონიტორინგის შედეგებს გაეცნო.
-
2016-09-24 ახალი კლინიკა დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა.
-
2016-09-23 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2016 წლის 23 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
-
2016-09-22 აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართული მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართული მიღებაზე.
-
2016-09-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 19-22 სექტემბერს იმყოფებოდა.
-
2016-09-22 „სოლიდარობის ფონდის“ შესახებ გაეროში ღონისძიება გაიმართა
საქართველოს სოლიდარობის ფონდი, როგორც ინოვაციური დაფინანსებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი ეროვნული პლატფორმა იყო მაღალი რანგის ღონისძიების მთავარი თემა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის პარალელურად, საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
-
2016-09-22 პრემიერის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე
ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო სტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა.
-
2016-09-22 შეხვედრა დონალდ ტუსკთან და ფედერიკა მოგერინისთან
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მათ ნიუ-იორკში, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრეს.
-
2016-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.
-
2016-09-21 პრემიერის გამოსვლა OGP-ის ღონისძიებაზე
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტიანი მონაწილეობის მისაბაძი მაგალითია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს.
-
2016-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
-
2016-09-20 პრემიერ-მინისტრის ერთი დღე რაჭაში, საწარმოში „ბლაუენშტაინ საქართველო“
გიორგი კვირიკაშვილის ერთი დღე რაჭაში, საწარმოში „ბლაუენშტაინ საქართველო“
-
2016-09-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა, - მიწვევა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, მოლდოველი კოლეგა პაველ ფილიპისგან დღეს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
-
2016-09-20 პრემიერ-მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა ჰაიდს შეხვდა.
-
2016-09-20 გიორგი კვირიკაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
-
2016-09-20 გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა
ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-20 ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული გალა ვახშამი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ გლობალური მოქალაქის, ყოველწლიურ, რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
-
2016-09-20 საქართველოს ორგანიზებით, გაეროში პირველად, ეფექტური ინსტიტუციების თემაზე, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს, - ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ისაუბრა.
-
2016-09-19 დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები - მაღალი რანგის შეხვედრის მონაწილეებს პრემიერმა მიმართა
საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში, მაღალი რანგის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაა დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები.
-
2016-09-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.
-
2016-09-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა.
-
2016-09-17 «სილიკონ ველი თბილისი» გაიხსნა
„სილიკონ ველი თბილისი" მიმართულია ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაზე, სათანადო ცოდნისა და კადრების მომზადებაზე, რომლთაც ახლო მომავალში ისარგებლებს ბიზნესი.
-
2016-09-16 პრემიერ-მინისტრი GEM FEST 2017-ის პრეზენტაციას დაესწრო
დარწმუნებული ვარ, 2017 წლის GEM FEST-ი იქნება გარდამტეხი, ანაკლიის საკურორტო ზონის ჩამოყალიბებაში და ერთი ახალი, ძალიან მძლავრი, სერიოზული კურორტი შეიქმნება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა GEM FEST 2017-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2016-09-16 კახეთის გუბერნატორის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი იკავებს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი იკავებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს დღეს კახეთის ახალი გუბერნატორი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ქადაგიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
-
2016-09-16 2016 წლის 16 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა.
-
2016-09-16 პრემიერ–მინისტრის მილოცვა დავით სერგეენკოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.
-
2016-09-16 პრემიერ-მინისტრი პატიმრობის კოდექსში ცვლილებების პაკეტს თვისობრივ ცვლილებად აფასებს
თვისობრივი ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონისა და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.
-
2016-09-16 ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) კვლევის 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო პირველად არის მე-5 ადგილზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2016-09-16 საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განკარგულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2016-09-16 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.
-
2016-09-16 სივრცითი მოწყობის პროექტი ქვეყანაში 5 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტირებას გულისხმობს
საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტი, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.
-
2016-09-16 პრემიერ–მინისტრის მილოცვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა.
-
2016-09-16 შეხვედრა ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა.
-
2016-09-16 პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის გახსნა
თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
-
2016-09-16 2016 წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 27 საკითხი
-
2016-09-16 ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია
საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები - ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან; გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის, - ამ ყველაფერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.
-
2016-09-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1885
ი. ქადაგიშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
-
2016-09-15 პრემიერ-მინისტრი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.
-
2016-09-15 პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო
სხდომის დღის წესრიგში 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები იყო.
-
2016-09-15 შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-09-15 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1881
„საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
-
2016-09-15 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1879
ნოდარ კერესელიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების" XI-B დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის N 1/2016 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
-
2016-09-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია
წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ნატოსთან მიმართებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.
-
2016-09-14 შეხვედრა PACE–ს წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
-
2016-09-14 ერთობლივი პროექტი ლატვიის სახელმწიფო კანცელარიასთან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის უფროსის, მარტინ კრიევენსის, ლატვიის სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებისა და ლატვიელი ექსპერტებს მონაწილეობით.
-
2016-09-14 საქართველოში Henkel-ის ახალი ქარხანა გაიხსნა
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.
-
2016-09-14 პრემიერ-მინისტრის კომენტარი გოდერძი თევზაძის საქმეზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პოლიციელ გოდერძი თევზაძის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, წინასწარი კომენტარისგან თავს იკავებს.
-
2016-09-14 საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს, რათა ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-09-14 პრემიერი ალეკო ელისაშვილს სთხოვს საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სთხოვს, შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს.
-
2016-09-13 რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს
13 სექტემბრის 14:00 მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,5 ათასამდე ტონა ყურძენი, მათ შორის: 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე.
-
2016-09-13 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2016-09-13 საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2016-09-12 პრემიერი - დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა
დღეს, როგორც არასდროს იგრძნობა მამულის, ენის და სარწმუნოების ერთობის მნიშვნელობა და ყველანი ჩვენ შევიგრძნობთ ამ ერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
-
2016-09-12 დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა
დღეს მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს ილია და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მარადიულობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
-
2016-09-12 ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება
იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს.
-
2016-09-12 ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება
ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას იბრუნებს - საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ".
-
2016-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №308
დ. გალეგაშვილის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №307
გ. ცოფურაშვილის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №306
ი. ნოზაძის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №305
ნ. კერესელიძის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-11 შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
-
2016-09-11 ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება
12 სექტემბერს, 10:30 საათზე, ქუთაისში გაიმართება საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
-
2016-09-11 2001 წლის 11 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თანამედროვეობის ისტორიაში
უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა, რომელიც თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ იყო მიმართული, შეცვალა მსოფლიო.
-
2016-09-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1833
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
2016-09-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1829
„საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2349 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
2016-09-09 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1828
საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს" შორის დადებული „თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ" ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ხელშეკრულების შესახებ
-
2016-09-09 პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის ახალი მინისტრები წარადგინა
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას - ლევან დავითაშვილი, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს, - მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პრემიერ-მინისტრმა დღეს წარადგინა.
-
2016-09-09 ახალი დღის წესრიგი ევროკავშირთან
უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან ამბიციურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ.
-
2016-09-09 აშშ-ის კონგრესში მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა.
-
2016-09-09 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შეფასება
გუშინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც თავად გენერალური მდივნის მიერ შეფასდა, როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
-
2016-09-09 პრემიერ-მინისტრის განცხადება წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ასევე, შეიცვალა ამომრჩევლის დამოკიდებულება პოლიტიკისა და წინასაარჩევნო პროცესისადმი.
-
2016-09-09 აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა შერჩეულია
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოსტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაიკავებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2016-09-09 გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის სამუშაო სადილზე უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილმა ტალებ რიფაის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის მადლობა გადაუხადა.
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №303
ი. ხმალაძის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №302
მ. ვალიშვილის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №297
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №296
ლ. დავითაშვილის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №295
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №294
ი. ელოშვილის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №293
დ. ქუმსიშვილისთვის „საქართველოს მთავრობასა და მალტის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
-
2016-09-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №292
თ. ხულორდავას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-08 ბიზნესსახლი - მმართველობის რეფორმის განხორციელება იწყება
600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - ბიზნესსახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობის რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.
-
2016-09-08 შეხვედრა ჩინეთის სოციალური უსაფრთხოების მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს, იან ვეიმინს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
-
2016-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №291
ო. დანელიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №290
კ. კალაძის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №289
გ. გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №288
ა. თალაკვაძის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №287
გ. შარვაშიძის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ სტოლტენბერგს საქართველოში.
-
2016-09-07 ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-09-07 ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს-ს წევრობისთვის. ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.
-
2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2016-09-07 იმპორტიორი სრულად განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრება იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტის დროსაც იმპორტიორი სრულად განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან.
-
2016-09-07 მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება
საწარმოში დასაქმდება 30 ადამიანი, განხორცილედება ინვესტიცია 136 000 ლარის ოდენობით.
-
2016-09-07 საქართველოში გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 90%-მდე დაფინანსებას მიიღებენ
-
2016-09-07 წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმი უმჯობესდება
ცვლილების დამტკიცება გამოიწვევს წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც ქმედითი ნაბიჯი იქნება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებების დამკვიდრების კუთხით
-
2016-09-07 2016 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2016-09-07 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი საქართველოში
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი NATO-ს მხრიდან საქართველოს უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა
-
2016-09-07 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1804
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
2016-09-07 პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.
-
2016-09-07 ახალი სამაგისტრო პროგრამა
საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
-
2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №286
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
2016-09-07 საქართველო ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს
საქართველო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს.
-
2016-09-07 ცვლილება საგადასახადო კოდექსში
მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში - საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
-
2016-09-07 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2016-09-07 მნიშვნელოვანი გზავნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან
ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.
-
2016-09-07 საარჩევნოდ, საერთაშორისო მედიაცენტრი იქმნება
წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება, - აღნიშნული საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეს სთხოვა.
-
2016-09-06 2016 წლის 7 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 35 საკითხი.
-
2016-09-06 პრემიერ-მინისტრი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
-
2016-09-06 პრემიერ-მინისტრი სადისკუსიო სესიაზე
საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" განაცხადა.
-
2016-09-06 საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სავიზო კონტროლის მოხსნა პოლიტიზირებულ საკითხდად არ უნდა იქცეს
ევროპის კავშირს ძალიან სჭირდება წარმატების ამბები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების წყება სერიოზულ გამოცდას უტარებდა კავშირის ერთიანობას და მის მიმართ ნდობას. საუბარია ბრიტანული რეფერენდუმის შედეგზე (რაც გულთან ახლოს მხვდება), მიგრაციულ ნაკადებზე რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის არაერთგვაროვნებაზე, ევროკავშირის საპასუხო რეაქციაზე ტეროროზმისა და უსაფრთხოების საკითხის მიმართ, სხვ.
-
2016-09-06 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება.
-
2016-09-05 კენჭისყრა ევროპარლამენტის კომიტეტში გზას უხსნის ვიზების ლიბერალიზაციას საქართველოსთვის
საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის დადებით გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზების ლიბერალიცასთან დაკავშირებით, რითაც საბოლოოდ დაფიქსირდა პარლამენტის პოზიცია მომდევნო პლენარული კენჭისყრის წინ.
-
2016-09-05 შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან
სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა.
-
2016-09-05 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის 11.3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
-
2016-09-05 შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან
სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.
-
2016-09-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში
5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
-
2016-09-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
გიორგი კვირიკაშვილს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა.
-
2016-09-05 პრემიერ-მინისტრი ოთარ დანელიას შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო, 1 611 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 23 677 ჰექტარი მიწის ფართობი და ა.შ. - ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
-
2016-09-05 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1793
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
-
2016-09-04 5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ჰოვიკ აბრაჰამიანთან.
-
2016-09-04 შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან
აშკარად თვალნათელია ის სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც საქართველო ხვდება ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა კარლჰაინც კოპფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2016-09-03 პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო.
-
2016-09-03 სტარტაპების კონკურსი თბილისში (საქართველო)
ნეტ ჯეიკობსონი: საქართველოს მთავრობას აქვს ყველაფერი, რათა ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვა თქვას
-
2016-09-02 ახალი საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დათვალიერება
პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა.
-
2016-09-02 შეხვედრა 150 ახალი საწარმოს წარმომადგენელთან
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებით, ახალი საწარმოები შექმნეს და არსებული - გააფართოეს.
-
2016-09-02 გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება.
-
2016-09-02 გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია
სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-09-02 შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო
2013-2016 წწ განხორციელდა 122 სარეაბილიტაციო პროექტი, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი შეადგენს 110 040 ჰა-ს, დრენირებული - 31 575 ჰა
-
2016-09-02 მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება
მსოფლიო ბანკის კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება
-
2016-09-02 შეხვედრა კომპანია „FERRUS“-ის წარმომადგენლებთან
მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS"-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-09-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1791
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბრის სასესხო ხელშეკრულების (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)" №1 ცვლილების" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. ხმალაძის დანიშვნის შესახებ
-
2016-09-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1790
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ნ. გაგუას დანიშვნის შესახებ
-
2016-09-01 ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის თბილისში ვიზიტის დროს გამოჩენილი მასპინძლობისთვის, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამოხატულებად აფასებს.
-
2016-09-01 „სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის
ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.
-
2016-09-01 ბელარუსის ეროვნული გამოფენა
თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ-ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.
-
2016-09-01 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, რადგან მათ ამოწურეს შესაძლებლობები, თუმცა, ადგილობრივი ძალებით, ძიება კვლავ გაგრძელდება.
-
2016-09-01 ნინო კობახიძე პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
პოლონეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიუს ჰალადიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, ნინო კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-09-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
-
2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1787
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
-
2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1782
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
-
2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1777
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
-
2016-09-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №282
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე