საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-13 რთველი 2016 შეუფერხებლად მიმდინარეობს

    13 სექტემბრის 14:00 მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,5 ათასამდე ტონა ყურძენი, მათ შორის: 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე.

  • 2016-09-13 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

  • 2016-09-13 საერთაშორისო საზღვაო ფორუმი

    როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.