-
2016-09-15 პრემიერ-მინისტრი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.
-
2016-09-15 პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო
სხდომის დღის წესრიგში 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები იყო.
-
2016-09-15 შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-09-15 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1881
„საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
-
2016-09-15 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1879
ნოდარ კერესელიძისთვის „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების" XI-B დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ქვეკომიტეტის N 1/2016 გადაწყვეტილების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
-
2016-09-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია
წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ნატოსთან მიმართებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.