-
2016-09-02 ახალი საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დათვალიერება
პრემიერ-მინისტრმა, კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა.
-
2016-09-02 შეხვედრა 150 ახალი საწარმოს წარმომადგენელთან
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასოფლო-სამეურნეო დარგის მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარებით, ახალი საწარმოები შექმნეს და არსებული - გააფართოეს.
-
2016-09-02 გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება.
-
2016-09-02 გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია
სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-09-02 შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო
2013-2016 წწ განხორციელდა 122 სარეაბილიტაციო პროექტი, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი შეადგენს 110 040 ჰა-ს, დრენირებული - 31 575 ჰა
-
2016-09-02 მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება
მსოფლიო ბანკის კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება
-
2016-09-02 შეხვედრა კომპანია „FERRUS“-ის წარმომადგენლებთან
მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS"-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-09-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1791
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბრის სასესხო ხელშეკრულების (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)" №1 ცვლილების" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. ხმალაძის დანიშვნის შესახებ
-
2016-09-02 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1790
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (სპეციალური ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ნ. გაგუას დანიშვნის შესახებ