საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-24 ყურძნის გადამამუშავებელი და სპირტის სახდელი ქარხნის გახსნა

    სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

  • 2016-09-24 პრემიერ-მინისტრი „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში „რთველი 2016“-ის საკოორდინაციო შტაბს ესტუმრა და რთველის მონიტორინგის შედეგებს გაეცნო.

  • 2016-09-24 ახალი კლინიკა დედოფლისწყაროში

    დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა.