საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-26 განმუხურში მასშტაბური პროექტების განხორციელება იწყება

    განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს - უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.