-
2016-09-06 2016 წლის 7 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 35 საკითხი.
-
2016-09-06 პრემიერ-მინისტრი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
-
2016-09-06 პრემიერ-მინისტრი სადისკუსიო სესიაზე
საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" განაცხადა.
-
2016-09-06 საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სავიზო კონტროლის მოხსნა პოლიტიზირებულ საკითხდად არ უნდა იქცეს
ევროპის კავშირს ძალიან სჭირდება წარმატების ამბები. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების წყება სერიოზულ გამოცდას უტარებდა კავშირის ერთიანობას და მის მიმართ ნდობას. საუბარია ბრიტანული რეფერენდუმის შედეგზე (რაც გულთან ახლოს მხვდება), მიგრაციულ ნაკადებზე რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის არაერთგვაროვნებაზე, ევროკავშირის საპასუხო რეაქციაზე ტეროროზმისა და უსაფრთხოების საკითხის მიმართ, სხვ.
-
2016-09-06 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა, რომელიც, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში იმყოფება.