საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია

    ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მივესალმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ სტოლტენბერგს საქართველოში.

  • 2016-09-07 ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის  გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო  მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

  • 2016-09-07 ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

    საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს-ს წევრობისთვის. ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

  • 2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2016-09-07 იმპორტიორი სრულად განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან

    საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრება იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტის დროსაც იმპორტიორი სრულად განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან.

  • 2016-09-07 მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

    საწარმოში დასაქმდება 30 ადამიანი, განხორცილედება ინვესტიცია 136 000 ლარის ოდენობით.

  • 2016-09-07 საქართველოში გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

    პროგრამის ფარგლებში სტუდენტები 90%-მდე დაფინანსებას მიიღებენ

  • 2016-09-07 წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმი უმჯობესდება

    ცვლილების დამტკიცება გამოიწვევს წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც ქმედითი ნაბიჯი იქნება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებების დამკვიდრების კუთხით

  • 2016-09-07 2016 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.

  • 2016-09-07 ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი საქართველოში

    ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი NATO-ს მხრიდან საქართველოს უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა

  • 2016-09-07 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1804

    „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-09-07 პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ ესწრება.

  • 2016-09-07 ახალი სამაგისტრო პროგრამა

    საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

  • 2016-09-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №286

    „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-09-07 საქართველო ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს

    საქართველო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას მასპინძლობს.

  • 2016-09-07 ცვლილება საგადასახადო კოდექსში

    მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში - საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

  • 2016-09-07 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება

    სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპანიებისთვის გადაცემის საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

  • 2016-09-07 მნიშვნელოვანი გზავნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან

    ეს ვიზიტი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის განვითარების კუთხით, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.

  • 2016-09-07 საარჩევნოდ, საერთაშორისო მედიაცენტრი იქმნება

    წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება, - აღნიშნული საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეს სთხოვა.