საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-10-04 საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

    საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს, - პროექტს, „საქართველოს რკინიგზა", მსოფლიოში სარკინიგზო შემადგენლობის მწარმოებელთა შორის უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან თანამშრომლობით განახორციელებს.

  • 2016-10-04 პრემიერ-მინისტრის მიმართვა

    მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შევიკავოთ ემოციები; ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ჩვენ, როგორც აქამდე მოვედით მშვიდობიანად, ისე მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი კონფრონტაციისგან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

  • 2016-10-04 შეხვედრა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან

    საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2016-10-04 პრემიერ-მინისტრმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გახსნა

    პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ულტრათანამედროვე პროექტის განხორციელება, - შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. 

  • 2016-10-04 გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

  • 2016-10-04 ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაცია

    "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" ტურიზმის განვითარების ფონდს აფუძნებს, რომელმაც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების, 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

  • 2016-10-04 ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა

    ტექნოლოგიური განვითარება მთვარობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკი სწორედ ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა და ეკონომიკური მაჩვენებლის განვითარებას ემსახურება