საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-01-31 შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

  • 2017-01-30 პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროპის საბჭოს ჩართულობა კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრის მთავარი თემები იყო.

  • 2017-01-30 მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად დაეხმარება

    „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-01-27 კონცერტი ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

  • 2017-01-27 შეხვედრა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან

    საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის - „შუახევიჰესის" მშენებლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლებთან გამართა. 

  • 2017-01-27 სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით წინანდლის ფესტივალი ფუძნდება

    სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, „წინანდლის ფესტივალი" ფუძნდება, - მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, დღეს მემორანდუმი გაფორმდა.

  • 2017-01-27 საზეიმო წირვა სიონის ტაძარში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.

  • 2017-01-26 შეხვედრა ირანის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან.

  • 2017-01-25 ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია დაიწყო

    საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს არის, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

  • 2017-01-25 პრემიერ-მინისტრის კომენტარი გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით

    ბატონი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს.

  • 2017-01-25 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ძალიან დამამწუხრა საქართველოს ნამდვილი მეგობრის, ჩვენი ქვეყნის დიდი ქომაგისა და მეგობრის, ბობ უოლშის გარდაცვალებამ. ის დააკლდება საქართველოს, მას ყოველთვის მოიგონებენ ჩვენთან.

  • 2017-01-24 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომენტარი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებაზე

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის დღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

  • 2017-01-24 2017 წლის 24 იანვრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა.

  • 2017-01-24 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმოები გაიხსნება

    პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

  • 2017-01-24 საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.

  • 2017-01-24 მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

    საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

  • 2017-01-24 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

  • 2017-01-24 საქართველოში 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება

    საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

  • 2017-01-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთსა და დავოსში ვიზიტები შეაფასა

    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ესპანეთში სამუშაო ვიზიტისას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რომლის სათავო ოფისი მადრიდში მდებარეობს, საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

  • 2017-01-24 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებ

    ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.

  • 2017-01-23 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსოფლიო დონის მეცნიერის, გამოჩენილი ირანისტისა და ღვაწლმოსილი ქართველი დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო.

  • 2017-01-23 2017 წლის 24 იანვარს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 37 საკითხი

  • 2017-01-23 საქართველოს ვიზიტით UN ESCAP დელეგაცია ქალაქ ბანგკოკიდან ეწვია

    17-19 იანვარს საქართველოს ვიზიტით გაეროს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონისათვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) დელეგაცია ქალაქ ბანგკოკიდან ეწვია. 

  • 2017-01-21 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო - აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.

  • 2017-01-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო

    18-20 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. 

  • 2017-01-20 შეხვედრა კორპორაცია “Denso”-ს აღმასრულებელ დირექტორთან

    უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია "Denso", რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-01-20 შეხვედრა კომპანია Adecco Group-ის აღმასრულებელ დირექტორთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია Adecco Group-ის (The Adecco Group) აღმასრულებელ დირექტორს, როლფ დორიგს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.

  • 2017-01-20 შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან

    საქართველოში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2017-01-20 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შედეგებზე ისაუბრა და ორდღიან ვიზიტს წარმატებული უწოდა.

  • 2017-01-20 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან

    საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-01-20 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი იტალიაში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო

    ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო, სადაც მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც.

  • 2017-01-20 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თეირანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ათეულობით მეხანძრე ემსხვერპლა.

  • 2017-01-19 შეხვედრა კომპანია Ginkgo Bioworks-თან

    დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია "Ginkgo Bioworks"-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეისონ კელის შეხვდა. 

  • 2017-01-19 შეხვედრა კომპანია “Limak”-ის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია "Limak"-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა. 

  • 2017-01-19 შეხვედრა Microsoft​-ის ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა, რომელიც ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, - ამის შესახებ მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft​-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტონი თაუნს ვითლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. 

  • 2017-01-19 შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან

    დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

  • 2017-01-19 შეხვედრა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან

    საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2017-01-19 შეხვედრა კომპანია “Libra Group”-თან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია "Libra Group"-ის (The Libra Group) თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. 

  • 2017-01-19 შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

  • 2017-01-19 შეხვედრა ფილიპ როსლერთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეგიონალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელს, ფილიპ როსლერს შეხვდა.

  • 2017-01-19 შეხვედრა BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან

    "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა.

  • 2017-01-19 შეხვედრა “Vestas Wind Systems”-ის აღმასრულებელ დირექტორთან

    კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის "Vestas Wind Systems"-ის (Vestas) აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს რუნევადმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

  • 2017-01-19 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სესიაზე - “The Silk Road Effect”

    როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - "The Silk Road Effect" განიხილეს. 

  • 2017-01-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთში იმყოფებოდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-18 იანვარს, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 

  • 2017-01-18 გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის შეხვდა. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. 

  • 2017-01-18 პრემიერის გამოსვლა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე

    საქართველო, ეს ევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონი ადამიანია, ყოველწლიურად 6.4 მილიონ სტუმარს მასპინძლობს; ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი წელიწადში 20%-ს შეადგენს; ამდენად, ჩვენმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დაესახელებინა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა; დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე იქნება და შეძლებს ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად" გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

  • 2017-01-18 მადრიდში ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის მეფე სტუმრობდა

    საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI, დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.

  • 2017-01-18 გიორგი კვირიკაშვილი ფლორენტინო პერესს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.

  • 2017-01-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს შეხვდა. საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში ხვალ იხსნება. ყურადღება დაეთმო ტურიზმის ინდუსტრიას, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორს.

  • 2017-01-17 UNWTO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

    ჩემთვის ორმაგად საპატიო და სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია; როდესაც საუბარია საქართველოს შესახებ, მე მიკერძოებული ვარ. საქართველო არის უმშვენიერესი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ულამაზესი, ბედნიერი და მუდამ მომღიმარი ადამიანები. მათ გვერდით, ყოველთვის შინ გრძნობ თავს, - ეს განცხადება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

  • 2017-01-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 17-21 იანვარს, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

  • 2017-01-16 უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის 1-ელი სხდომა გაიმართა.

  • 2017-01-16 მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია

    პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა" ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს - დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

  • 2017-01-16 შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორთან

    საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება - საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

  • 2017-01-16 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო.

  • 2017-01-16 თბილისში ახალი სკოლა გაიხსნა

    თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.

  • 2017-01-14 პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი გახსნა

    საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნისას განაცხადა

  • 2017-01-14 პრემიერმა საოჯახო სასტუმრო “შატო დიო“ დაათვალიერა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. 

  • 2017-01-14 პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტი გახსნა

    ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა. 

  • 2017-01-13 პრემიერ-მინისტრი ხვალ ამბროლაურის აეროპორტს გახსნის

    ამბროლაურში 14 იანვარს აეროპორტი იხსნება, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა.

  • 2017-01-13 თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისსა და მაიკლ მაკფოლს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში აშშ-ში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

  • 2017-01-12 თედო ჯაფარიძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

  • 2017-01-11 2017 წლის 11 იანვრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა. 

  • 2017-01-11 პრემიერმა ირანს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

  • 2017-01-11 პრემიერ-მინისტრის განმარტება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ვარდების მოედანთან" მდებარე ღამის კლუბებში არსებულ კანონდარღვევებზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა, დამატებით განმარტა. 

  • 2017-01-11 ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

    საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით სტატისტიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. 

  • 2017-01-11 მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის გზის საპროექტო სამუშაოებს შეისყიდის

    საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს.

  • 2017-01-11 საქართველოში კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება

    საქართველოში კიდევ 3 ახალი საწარმო იქმნება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

  • 2017-01-11 მთავრობა „გაზპრომ-ექსპორტთან“ მიღწეულ წინადადებებს განიხილავს

    საქართველოს მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან" მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სხდომის შემდეგ განმარტებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.

  • 2017-01-11 სესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება

    სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება, - სესხების ლარიზაციის გეგმის კონკრეტულ დეტალებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. 

  • 2017-01-10 2017 წლის 11 იანვარს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 34 საკითხი

  • 2017-01-10 ანაკლიის პორტის ოპერირებით SSA Marine დაინტერესდა

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა, - კომპანია, ამ თემაზე, მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" აწარმოებს.

  • 2017-01-09 პრემიერმა ისრაელის პრეზიდენტს მიუსამძიმრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს, - მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს დღევანდელ შეხვედრაზე მიუსამძიმრა.

  • 2017-01-07 პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

  • 2017-01-06 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

  • 2017-01-02 სამუშაო ვახშამი ამერიკელ სენატორებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელ სენატორებს - ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრაჰამს და ემი კლობუჩარს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

  • 2017-01-02 ამერიკელი სენატორები ტექნოპარკში

    თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი დღეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ.

  • 2017-01-01 საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი

    დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • 2017-01-01 შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრემს და სენატორ ემი კლობუჩარს შეხვდა.

  • 2017-01-01 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    ჩემო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! როდესაც მოდის ახალი წელი, ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, ჩვენი მიზანი, მისწრაფებები, მაგრამ ყოველთვის არის ერთი რამ, რაც ყველას გვაერთიანებს - ეს არის ჩვენი სურვილი, რომ ახალმა წელმა მოიტანოს სიხარული და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის.