-
2017-02-03 პრემიერი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2017-02-03 პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში „სოციალურად ინკლუზიური სოფლად განვითარება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში : ქმედება 2030 დღის წესრიგისათვის".
-
2017-02-03 შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.