საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-02-08 სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან

    რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები.

  • 2017-02-08 ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

    2017 წლის 7 თებერვალს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

  • 2017-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით

    საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს.