საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-31 პრემიერ-მინისტრი კახა კახიშვილს მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის.

  • 2017-03-31 დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამა

    მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

  • 2017-03-31 თუშეთის მიმართულებით ფრენები დაიწყო

    გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თუშეთის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა, ოპერატიული მოქმედებისთვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მადლობა გადაუხადა.

  • 2017-03-31 პრემიერი 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს გამოეხმაურა

    017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო; თებერვლის - 4,4%; ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მისასალმებელია, - 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

  • 2017-03-31 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას გაუღო კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

  • 2017-03-31 პრემიერ-მინისტრმა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ისაუბრა

    მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვან თარიღს - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს.

  • 2017-03-30 შეხვედრა უზბეკეთის დელეგაციასთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უზბეკეთის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა.

  • 2017-03-30 PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს პროგრესს მიესალმებიან

    ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და მედიაგარემოს მიმართულებით მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან, - ამის შესახებ ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

  • 2017-03-29 გასეირნება ბრიუსელის ქუჩებში

    ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ქუჩებში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა.

  • 2017-03-29 საზეიმო მიღება

    ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართა.

  • 2017-03-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი

    დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

  • 2017-03-28 ერთობლივი განცხადებები

    დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დღეს ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

  • 2017-03-28 შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან

    ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის-ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება.

  • 2017-03-28 შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

    ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.

  • 2017-03-28 ათენის აკროპოლისში

    ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა.

  • 2017-03-28 ერთობლივი განცხადებები

    დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

  • 2017-03-28 შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან

    "მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს," - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას.

  • 2017-03-28 კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე”

    "საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელეთ. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება," - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე," რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

  • 2017-03-28 ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე

    ევროპიდან ევროპისკენ - გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

  • 2017-03-28 გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე

    სულ მალე ისტორიული გადაწყვეტილება ძალაში შევა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

  • 2017-03-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

  • 2017-03-27 მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს

    მოლდოვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს, - ამის შესახებ პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-03-27 პრემიერის გამოსვლა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა ბიზნესფორუმზე

    საქართველო რეგიონის წარმატებული ქვეყანაა საინვესტიციო მიმზიდველობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნა.

  • 2017-03-27 საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

    საქართველოს, შემოდგომაზე, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

  • 2017-03-27 სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან

    უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. 

  • 2017-03-27 საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება

    საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება - 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

  • 2017-03-27 სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივი პრესკონფერენცია

    სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 

  • 2017-03-27 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე

    ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-03-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

  • 2017-03-24 ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

  • 2017-03-23 2017 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა.

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის დავალება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო.

  • 2017-03-23 ომალოში სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს

    ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.

  • 2017-03-23 სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება

    სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება. 

  • 2017-03-23 პრემიერმა სამეგრელოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.

  • 2017-03-23 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

    შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით,  სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

  • 2017-03-23 ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება

    ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება, - ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.

  • 2017-03-23 ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის 4-ზოლიანი გზის პროექტირება იწყება

    რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა.

  • 2017-03-23 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

    28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება - ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

  • 2017-03-23 2017 წლის 23 მარტს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 34 საკითხი.

  • 2017-03-22 მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს

    ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. 

  • 2017-03-22 პრემიერი ახალგაზრდა გამომგონებლებს შეხვდა

    იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.

  • 2017-03-22 სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

    851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

  • 2017-03-22 ზუგდიდს მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

    ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა.

  • 2017-03-22 ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი გაიხსნა

    ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა. 

  • 2017-03-21 პრემიერ-მინისტრი ხვალ სამეგრელოს რეგიონს ეწვევა

    ზუგდიდში ხვალ, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი იხსნება, - ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

  • 2017-03-21 პრემიერი NB8-ის წევრი ქვეყნების პარლამენტების დელეგაციას შეხვდა

    საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური (NB8) რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერების შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-03-21 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

  • 2017-03-20 პრემიერ–მინისტრი თუშეთში მესაზღვრეებს შეხვდა

    პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა.

  • 2017-03-17 ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა

    ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2017-03-17 რუმინეთში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება

    რუმინეთში, აპრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობები იყო გიორგი კვირიკაშვილისა და რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ჰორუმბას დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2017-03-17 შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

  • 2017-03-16 სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

    საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

  • 2017-03-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს , რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია.

  • 2017-03-15 პრემიერმა ბათუმში ახლად გახსნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა

    რაგბი არის ქართველების ხასიათში; ეს არის ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად შეისისხლხორცა ქართველმა კაცმა და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ საქართველოს სარაგბო მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ახლად გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა.

  • 2017-03-15 პრემიერი - ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე

    ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა - საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

  • 2017-03-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №55

    დ. კირვალიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნის შესახებ

  • 2017-03-15 დავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

    დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

  • 2017-03-15 შეხვედრა უკრაინის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.

  • 2017-03-14 საქართველოს მთავრობის განკარგულება N481

    ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე

  • 2017-03-14 პრემიერი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის

    გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

  • 2017-03-14 საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

    ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

  • 2017-03-14 პრემიერმა ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა

    მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

  • 2017-03-14 შეხვედრა ესტონეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.

  • 2017-03-14 დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო

    ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შრომის ცვალებად სამყაროში."

  • 2017-03-13 2017 წლის 14 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 17 საკითხი.

  • 2017-03-12 “ბორჯღალოსნების” მორიგი გამარჯვება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გამართულ საქართველო-რუსეთის მატჩს დაესწრო.

  • 2017-03-12 პრემიერი - წუხელ გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა

    წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თათბირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

  • 2017-03-12 ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

    პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულები საავადმყოფოში მოინახულა.

  • 2017-03-12 პრემიერი სამართალდამცავებს გმირობისა და მოთმინებისთვის მადლობას უხდის

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში იმყოფება. საქართველოს მთავრობის მეთაური ვითარების ადგილზე გასაცნობად აჭარის მთავარ სამმართველოში შსს-ს იმ დანაყოფებს შეხვდა, რომელთაც ბათუმის ქუჩებში წესრიგი დაამყარეს. 

  • 2017-03-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და სტაბილურობას, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენები.

  • 2017-03-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვა

    პირველ რიგში ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ჩემი დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა ბათუმში. ასევე, ზურაბ პატარიძის მიმართვის საფუძველზე, საკითხის შესწავლამდე და დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პიროვნება გათავისუფლებულ იქნა.

  • 2017-03-11 ბობ უოლშის ხსოვნის საღამო

    თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საქართველოს საპატიო მოქალაქის, ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლშის სახელი დაერქვას - ამგვარი ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართა.

  • 2017-03-08 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან

    საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრთან

    იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

  • 2017-03-08 საქართველოს პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

    2017 წლის 8 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის სენატის პრეზიდენტთან

    იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს - ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრაზე განაცხადა.

  • 2017-03-08 შეხვედრა ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან

    ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2017-03-08 იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი

    დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები - საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო.

  • 2017-03-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

    საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან.

  • 2017-03-07 საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის

    საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, - ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

  • 2017-03-06 პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე, ევროპელ მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის ევროპელ მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს, - ინიციატივა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. 

  • 2017-03-06 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

    პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. 

  • 2017-03-03 იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება

    საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, მთავრობის სახელით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპოდენციასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან.

  • 2017-03-03 შეხვედრა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს,გენერალ პეტრ პაველს შეხვდა.  მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

  • 2017-03-03 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

    საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ.

  • 2017-03-02 შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ შურმანს შეხვდა.

  • 2017-03-02 2017 წლის 2 მარტის მთავრობის სხდომა

    2017 წლის 2 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა.

  • 2017-03-02 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამა დაიწყო

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და გაწეული სამუშაოსთვის ეკონომიკურ გუნდს და ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. 

  • 2017-03-02 იანვრის ეკონომიკური ზრდის მონაცემები

    ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

  • 2017-03-02 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის, კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს! - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ფაქტს.

  • 2017-03-01 2017 წლის 2 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 30 საკითხი

  • 2017-03-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველო არის და იქნება ძალიან სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის ფლანგზე, რომელიც ევროკავშირის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-03-01 გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის

    დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერა.

  • 2017-03-01 საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების რეგულაცია ხელმოწერილია

    საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია ხელმოწერილია, - ცერემონიას ევროპარლამენტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.