საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-14 საქართველოს მთავრობის განკარგულება N481

    ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე

  • 2017-03-14 პრემიერი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების ინიციატივით გამოდის

    გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

  • 2017-03-14 საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

    ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

  • 2017-03-14 პრემიერმა ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა

    მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომელთა მოზომილი, გონივრული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ჩვენ შევძელით ძალიან სერიოზული პროვოკაციის თავი აცილება და, მართლაც, ბეწვის ხიდზე გავიარეთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეეხო ბათუმში განვითარებული მოვლენებს და იგი სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

  • 2017-03-14 შეხვედრა ესტონეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, კაი კაარელსონს შეხვდა.

  • 2017-03-14 დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო

    ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სესია გაიხსნა, რომლის მთავარი თემაა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შრომის ცვალებად სამყაროში."