-
2017-03-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს , რომელიც ბათუმს რამდენიმე საათით ეწვია.
-
2017-03-15 პრემიერმა ბათუმში ახლად გახსნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა
რაგბი არის ქართველების ხასიათში; ეს არის ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად შეისისხლხორცა ქართველმა კაცმა და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ საქართველოს სარაგბო მომავალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ახლად გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა.
-
2017-03-15 პრემიერი - ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე
ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა - საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
-
2017-03-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №55
დ. კირვალიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშვნის შესახებ
-
2017-03-15 დავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
-
2017-03-15 შეხვედრა უკრაინის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.