-
2017-04-25 პრემიერმა შემოსავლების სამსახურს 10 წლის იუბილე მიულოცა
ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-04-25 სოფო ჯაფარიძემ და თათია როგავამ რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის“ მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა თათია როგავამ ჟენევაში რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის" მიიღეს მონაწილეობა.
-
2017-04-25 26-27 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს რუმინეთის პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუსთან.
-
2017-04-25 2017 წლის 25 აპრილის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა.
-
2017-04-25 საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით.
-
2017-04-25 პრემიერმა აშშ-ში მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი შეაფასა
ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელშესახები შედეგებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.
-
2017-04-25 საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის
საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.