-
2017-05-31 პრემიერმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
მოგესალმებით ყველას! მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს !
-
2017-05-30 პრემიერმა მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა.
-
2017-05-30 შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
-
2017-05-29 შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა.
-
2017-05-29 შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრი პარუბის შეხვდა.
-
2017-05-29 სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის - „ვატელის" ეგიდით იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-05-29 ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე დონორთა თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით ყოველწლიურად ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ეკონომიკურ ზრდას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას და დემოკრატიულ მმართველობას ეძღვნება.
-
2017-05-29 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარევ,ბატონო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ქალბატონო ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილევ, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით!
-
2017-05-28 საზეიმო მიღება
ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
-
2017-05-28 შეხვედრა კომპანია „Microsoft”-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანია „Microsoft"-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯონფრანკს შეხვდა.
-
2017-05-28 შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან
ბტარისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.
-
2017-05-28 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა GLOBSEC-ის სესიაზე
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები-ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობარული უსაფრთხოების ფორუმის ფარლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
-
2017-05-27 ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
"ადაპტაცია მომავლისთვის"- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.
-
2017-05-27 27-28 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC).
-
2017-05-27 პრემიერმა ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს მიმართა
ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში; მჯერა, სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს.
-
2017-05-26 საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული დღესასწაული მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, მთელ საქართველოს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა.
-
2017-05-26 შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.
-
2017-05-26 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე - 26 მაისი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე - დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ.
-
2017-05-26 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე
-
2017-05-25 ICAO საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას მიესალმება
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-05-25 მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის.
-
2017-05-25 26 მაისს გასამართი ღონისძიებების პროგრამა
წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, ოჯახის წევრები და შეუერთდით საინტერესო და საზეიმო სანახაობას.
-
2017-05-25 გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობა მკაცრდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-05-25 საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს
2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს.
-
2017-05-25 პრემიერი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად აფასებს
ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება.
-
2017-05-25 საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.
-
2017-05-25 საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-05-25 ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2017-05-25 თბილისის შემოვლითი გზის და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება
თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, - ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
-
2017-05-24 შეხვედრა აშშ–ის დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
-
2017-05-24 საზეიმო მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე მიულოცა.
-
2017-05-23 პრემიერის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციაზე
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-05-23 თურქეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დასრულდა
დასრულდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ბინალი ილდირიმი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
-
2017-05-23 საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში.
-
2017-05-23 მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა
ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური - ამსიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავებისმიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.
-
2017-05-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
-
2017-05-23 დახვედრის ოფიციალური ცერემონია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
-
2017-05-23 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა.
-
2017-05-22 შეხვედრა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
-
2017-05-21 გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს“ დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე" იმყოფებოდა, რომელიც იორდანიაში გაიმართა.
-
2017-05-21 გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
-
2017-05-21 შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა.
-
2017-05-20 შეხვედრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა.
-
2017-05-20 გიორგი კვირიკაშვილი იორდანიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ჰანი მულკის შეხვდა.
-
2017-05-20 ესპანეთის მეფემ საქართველოს წარმატება მიულოცა
ესპანეთის მეფე დადებითად გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგეებს.
-
2017-05-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის მეფეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს შეხვდა.
-
2017-05-20 „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს, რომელიც იორდანიაში იმართება.
-
2017-05-19 პრემიერ-მინისტრი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მთავრობის მეთაური იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
-
2017-05-18 გივი ბერიკაშვილის ბიუსტის გახსნა
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-05-18 ქვემო ქართლში გუბერნატორი დაინიშნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა.
-
2017-05-18 2017 წლის 18 მაისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა.
-
2017-05-18 მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს ვეფხისტყაოსნის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის
-
2017-05-18 ახალი კარი საქართველოსთვის
ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით და საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს.
-
2017-05-18 ვიზიტის შეჯამება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
-
2017-05-18 2017 წლის 18 მაისს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 30 საკითხი.
-
2017-05-17 სოფო ჯაფარიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აშშ-ის, გერმანიის, იტალიის საელჩოებისა და UNOHCHR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2017-05-16 სპექტაკლი მსჯავრდებულთა მონაწილეობით რუსთაველის თეატრში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის თეატრში დღეს მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს - „12 განრისხებული მამაკაცი“ დაესწრო.
-
2017-05-16 შეხვედრა ინვესტორებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანია „Ocean Capital"-ის მფლობელს, კომპანია "Ludgate Investments"-ის მმართველ დირექტორს, ხაის ვოსკამპს და მის ბიზნესპარტნიორებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.
-
2017-05-15 შეხვედრა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს გერდ მიულერს შეხვდა.
-
2017-05-14 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში 9 მაისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულ მეშახტეთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
-
2017-05-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
-
2017-05-12 შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ეიკი ნესტორს შეხვდა.
-
2017-05-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
-
2017-05-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ძალიან დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე.
-
2017-05-12 საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი მიმართვა პრესისადმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა სტუმრობა ესტონეთში - საქართველოს ერთგულ მეგობარ ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ესტონეთში პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა მანამდე არაერთხელ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში.
-
2017-05-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს იური რატასმა სტენბოკის სასახლეში უმასპინძლა.
-
2017-05-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა.
-
2017-05-11 შეხვედრა ამერიკის კომერციის მდივანთან
საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკის კომერციის მდივანმა უილბურ როსმა.
-
2017-05-10 შეხვედრა ამერიკის ხაზინის მდივანთან
გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა.
-
2017-05-10 შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის კონგრესის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს და თანათავმჯდომარეს, სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.
-
2017-05-10 შეხვედრა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.
-
2017-05-09 შეხვედრა სენატორ ტომ კოტონთან
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრმა, სენატორმა ტომ კოტონმა.
-
2017-05-09 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები.
-
2017-05-09 პრემიერ-მინისტრის განცხადება
ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ.
-
2017-05-09 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
-
2017-05-09 შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
-
2017-05-09 შეხვედრა აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
-
2017-05-09 შეხვედრა სენატორებთან
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა.
-
2017-05-09 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ.
-
2017-05-09 შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა.
-
2017-05-08 შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
-
2017-05-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება.
-
2017-05-06 პრემიერ-მინისტრის განცხადება
მინდა მოგილოცოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება - დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი.
-
2017-05-06 პრემიერი საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს, - გიორგი კვირიკაშვილი დღეს სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
-
2017-05-05 საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო
„საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილი ღონისძიებას ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად დაესწრო.
-
2017-05-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით, 8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.
-
2017-05-05 შოვში ინვესტორი თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს
კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-05-05 პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-
2017-05-05 შეხვედრა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითები განიხილეს.
-
2017-05-05 შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან.
-
2017-05-04 ახალი ღვინის პრეზენტაცია
კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი - "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილი QR კოდის მეშვებობით, შესაძლებელია კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლა, სადაც განთავსებულია ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლები.
-
2017-05-04 შეხვედრა საკოორდინაციო ჯგუფთან
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.
-
2017-05-04 ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება
2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-05-04 საქართველო აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია
ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.
-
2017-05-03 ხელმოწერის ცერემონია
საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს- ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-05-03 საქართველოს პრემიერ–მინისტრის კომენტარი
ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე, -ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი.
-
2017-05-02 სოლიდარობის ფონდის კომისიის სხდომა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
-
2017-05-02 პრემიერმა ებრაელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
-
2017-05-02 შეხვედრა გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2017-05-02 შეხვედრა BP–ის რეგიონულ პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია "ბრითიშპეტროლიუმის" (BP) რეგიონულ პრეზიდენტს, გარი ჯონსს შეხვდა.
-
2017-05-01 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 100 წლისაა. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.