საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-05-03 ხელმოწერის ცერემონია

    საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს- ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

  • 2017-05-03 საქართველოს პრემიერ–მინისტრის კომენტარი

    ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე, -ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი.