საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-05-05 საქართველოში ევროპის დღეები დაიწყო

    „საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს ევროპული იდეების ერთგულება და ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო საქმეში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილი ღონისძიებას ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად დაესწრო.

  • 2017-05-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით, 8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

  • 2017-05-05 შოვში ინვესტორი თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს

    კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-05-05 პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები

    საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • 2017-05-05 შეხვედრა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითები განიხილეს.

  • 2017-05-05 შეხვედრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან

    თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან.