საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-05-09 შეხვედრა სენატორ ტომ კოტონთან

    თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრმა, სენატორმა ტომ კოტონმა.

  • 2017-05-09 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება

    ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები.

  • 2017-05-09 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

  • 2017-05-09 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • 2017-05-09 შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

  • 2017-05-09 შეხვედრა აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2017-05-09 შეხვედრა სენატორებთან

    ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფის და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა.

  • 2017-05-09 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ. 

  • 2017-05-09 შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა.