-
2017-07-31 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლები ოფიციალურ ვახშამზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: საღამო მშვიდობისა, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს.
-
2017-07-31 ოფიციალური ვახშამი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს.
-
2017-07-31 ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ.
-
2017-07-30 პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
-
2017-07-30 პრემიერმა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს მიმართა
ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით - ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2017" მასპინძლობს.
-
2017-07-28 საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი გააქტიურდება
საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი უფრო აქტიური გახდება, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-07-27 2017 წლის 27 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა.
-
2017-07-27 საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმას მიიღებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, 39-მა სახელმწიფო მოხელემ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების საკითხებში ტრენინგი გაიარა.
-
2017-07-27 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი შეაფასა
აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება.
-
2017-07-27 პრემიერ-მინისტრმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-07-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.
-
2017-07-25 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ქართულ დიასპორასთან
ჩვენ ისრაელთან გვაქვს ყველაზე დიდი ერთობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ - სტრატეგიული ინტერესების დონეზე, ამიტომ, ეს ურთიერთობა უნდა ავსახოთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობაში და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი ეს არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-07-25 შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს შეხვდა.
-
2017-07-25 პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში JVP-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა.
-
2017-07-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს შეხვდა. მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
-
2017-07-24 გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა.
-
2017-07-24 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ მსგავსი.
-
2017-07-24 პრემიერმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმში იმყოფებოდა.
-
2017-07-24 საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ბენიემინ ნეთანიაჰუს ერთობლივი განცხადება.
-
2017-07-24 საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დონორებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
საგარეო დახმარება და სოციალური კეთილდღეობა; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა; შეფასებისა და შეზღუდულობის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელი და დეინსტიტუციონალიზაციის მეორე ფაზა; დევნილთათვის საჭირო რესურსების ოპტიმიზაცია; კულტურის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა და ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში - ეს ძირითადი საკითხები განიხილეს საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით დღეს დონორებთან გამართა.
-
2017-07-24 პირისპირ შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
-
2017-07-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევა.
-
2017-07-23 პრემიერმა კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა
"საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლის გამოყენებით ჩვენმა ერმა მოახერხა გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეენარჩუნებინა იდენტობა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ სნოში, ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-07-23 ახალი სასტუმროს გახსნა
სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
-
2017-07-21 2017 წლის 21 ივლისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა.
-
2017-07-21 მთავრობის ინიციატივით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, - მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.
-
2017-07-21 ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება
ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-07-21 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი ფართოვდება
აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.
-
2017-07-21 პრემიერი - მთის კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები დამატებით შეღავათებს მიიღებენ.
-
2017-07-21 პრემიერმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას წარმატებული უწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში 13-14 ივლისს, ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის" წარმატებულს უწოდებს და მისი ორგანიზებისთვის სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეს მადლობას უხდის.
-
2017-07-21 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იაპონიის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტოშიო კაიტანისთან, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.
-
2017-07-19 ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის პრეზენტაცია
საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა - „ენგურჰესის" ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
-
2017-07-19 ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება, - მსოფლიო დონის ატრაქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას, რომელიც 19 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
-
2017-07-19 შეხვედრა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
-
2017-07-18 სამუშაო სადილი უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
-
2017-07-18 საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი
საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკრაინასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-07-18 პირისპირ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-07-18 შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანის შეხვდა.
-
2017-07-18 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამბასადორიალი 2017-ზე
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრო, მოგესალმებით, მივესალმები მინისტრთა კაბინეტის წევრებს, დეპუტატებს, და რა თქმა უნდა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს!
-
2017-07-17 შეხვედრა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
-
2017-07-17 პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
უახლოეს მომავალში თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - დაგეგმილი ვიზიტისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2017-07-17 შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან
აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-07-16 დოკუმენტური ფილმის - „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველო“ პრემიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დოკუმენტური ფილმის - „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველო“ პრემიერაზე.
-
2017-07-15 ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
-
2017-07-13 შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.
-
2017-07-13 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა".
-
2017-07-13 პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
-
2017-07-12 საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-07-12 პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა
ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა, - ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2017-07-12 პრემიერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის დაბრუნებას გამოეხმაურა
ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება.
-
2017-07-11 პრემიერ-მინისტრმა მფრინავები და მაშველები დააჯილდოვა
ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და საქართველო არის ერთიანი თქვენი უდიდესი გმირობის დაფასებაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს, მაშველებსა და მეხანძრეებს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.
-
2017-07-11 საზეიმო მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღე მიულოცა.
-
2017-07-11 2017 წლის 12 ივლისს, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 20 საკითხი.
-
2017-07-11 შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩებთან
2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩების დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-07-10 „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობას უხდის
საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გამოგზავნილ წერილში ბილ ბომონტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონატი საქართველოში გამორჩეული წარმატებით ჩატარდა და ამასთან აღსანიშნავია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი შენობა-ნაგებობები და გამართული ინფრასტრუქტურა.
-
2017-07-10 არაფორმალური სადილი რაინჰოლდ მესნერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს რაინჰოლდ მესნერს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა.
-
2017-07-10 ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელსა და პრაღაში გამართული შეხვედრები შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ბრიუსელსა და პრაღაში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
-
2017-07-09 პრემიერის კომენტარი
საქართველო მიესალმება ტურისტებს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინდოეთიდან, ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზარდოს, ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებენ უარის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
-
2017-07-09 პრემიერის კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე
სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2017-07-09 პრემიერმა ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისი“ გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში "მეგობრების მარნის" მეღვინეობა „ნელქარისი" გახსნა, რომელიც ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს.
-
2017-07-09 პრემიერის კომენტარი
ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება.
-
2017-07-08 პრემიერი ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისის“ გახსნას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 9 ივლისს, 16:30 საათზე, ყვარელში, სოფელ შილდაში მეღვინეობა „ნელქარისის" გახსნას დაესწრება.
-
2017-07-07 პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
-
2017-07-06 პრემიერმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს მათთვის ყველაზე ძვირფასი დღესასწაული - ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
-
2017-07-06 ენერგეტიკის მინისტრის შემაჯამებელი ანგარიში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
-
2017-07-06 თბილისი–ბათუმის ახალი რეისი
ხვალიდან, 7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იწყებს რეგულარული ფრენების განხორციელებას, - ახალი რეისის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
-
2017-07-06 წინანდლის ფესტივალისთვის მზადება იწყება
წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება, - იწყება მზადება საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
-
2017-07-06 ტურიზმის მაჩვენებელი 43%–ით გაიზარდა
ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში 330 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს.
-
2017-07-06 თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა შემუშავდება
მთავრობა ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ფარგლებში, სივრცითი დაგეგმარება არაერთ ქალაქსა და მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტში დაიწყო.
-
2017-07-06 პრემიერმა კახა კალაძეს წარმატებები უსურვა
ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე იყო ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისს ღირსეული მერი ეყოლება.
-
2017-07-06 ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის
ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-07-06 ჩხოროწყუს ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარუდგენს.
-
2017-07-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება
2017 წლის 5-6 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
-
2017-07-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2017-07-04 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს.
-
2017-07-03 მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
-
2017-07-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კანადის ეროვნულ დღესასწაულს, ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის აქტის ხელმოწერის 150-ე წლისთავს ვულოცავ ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხსა და კანადის მთავრობას.