-
2017-08-31 პრემიერ-მინისტრი ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეულ წარმატებებს გამოეხმაურა
ამ დღეებში იყო ბევრი წარმატება სპორტის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს - იყო სამი ისტორიული გამარჯვება.
-
2017-08-31 პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ულოცავს
მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს. 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას.
-
2017-08-31 გიორგი კვირიკაშვილი: ,,მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თითოეული თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით“
მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი.
-
2017-08-31 გიორგი კვირიკაშვილი: ,,ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს დაავალა სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების პრემიებით წახალისების საკითხი უზრუნველყოს.
-
2017-08-31 პრემიერ-მინისტრმა აბასთუმნისა და ბორჯომის ტყეებში ხანძრების შესახებ განცხადება გააკეთა
მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას. მოგეხსნებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის.
-
2017-08-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა.
-
2017-08-30 პრემიერმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2017-08-30 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
აბასთუმანში, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში უკრაინული და აზერბაიჯანული ავიაცია ჩაერთვება, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მადლობას უხდის.
-
2017-08-30 პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა
ოფიციალური ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან.
-
2017-08-30 შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
-
2017-08-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
-
2017-08-29 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური 30 აგვისტოს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება.
-
2017-08-28 სადღესასწაულო წირვა სიონის ტაძარში
მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარიამობა საქართველოს მოსახლეობას.
-
2017-08-26 შეხვედრა სომეხ მეხანძრე-მაშველებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი საქართველოში ქვეყნისთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდნენ და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
-
2017-08-26 ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას
,,ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ჰყავს ჩვენს ქვეყანას."- ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს.
-
2017-08-26 შეხვედრა აზერბაიჯანელ მეხანძრე-მაშველებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა.
-
2017-08-25 პრემიერმა სტიქიასთან მებრძოლ მფრინავებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ცეცხლის სტიქიას რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ.
-
2017-08-25 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
საღამოს, მინისტრებთან ერთად, პირადად შემოვიარე, ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული.
-
2017-08-25 შეხვედრა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
-
2017-08-25 შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა.
-
2017-08-25 საერთო ჯამში დადებითი დინამიკა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.
-
2017-08-25 საგანგებო შტაბის სხდომა
ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.
-
2017-08-25 საგანგებო შტაბის სხდომა
სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში დღის ბოლოს სხდომა გაიმართა.
-
2017-08-24 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საგანგებო შტაბში მივიდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდა.
-
2017-08-24 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.
-
2017-08-24 საგანგებო შტაბის განცხადება
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული.
-
2017-08-24 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
წუხელ იყო ძალიან რთული ღამე. მთელი ღამე გრძელდებოდა მუშაობა, გაჭრილია ტყეში სამ კილომეტრამდე ახალი გზა.
-
2017-08-24 საგანგებო შტაბის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.
-
2017-08-23 ვითარება ბორჯომში 14:00 საათისთვის
როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.
-
2017-08-23 ადამიანის უფლებებზე, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ორგანიზებით, ადამიანის უფლებებზე, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
-
2017-08-23 საგანგებო შტაბის განცხადება
ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.
-
2017-08-23 ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე, გასული ღამის მანძილზე ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
-
2017-08-23 დილის ხუთი საათისთვის ბორჯომში იქნება მობილიზებული პომპები
ატენში საჯარისო ნაწილებია ჩართული. ბორჯომში მუშაობს მძიმე ტექნიკა. დილის ხუთი საათისთვის იქნება მობილიზებული პომპები.
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.
-
2017-08-22 საგანგებო შტაბის სხდომა
ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს.
-
2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს.
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ამოვარდნილმა ქარმა, თავიდან გააღვივა ხანძარი. ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
-
2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება.
-
2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ბორჯომში რჩებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში რჩება. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და მაშველებს შეხვდა.
-
2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შტაბის საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
,,ამ წუთას მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის 6 საათამდე, იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება გზები იქნება ორგანიზებული. ცოცხალი ძალაც მობილიზებული გვყავს. დილით, როგორც კი ინათებს, როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას...
-
2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან და ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი ძალები.
-
2017-08-21 პრემიერ-მინისტრის დავალებით საგანგებო შტაბი შეიქმნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
-
2017-08-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
-
2017-08-15 საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობა
იხილეთ ინფოგრაფიკა
-
2017-08-15 პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.
-
2017-08-14 ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები გააცნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართა.
-
2017-08-14 პრემიერ-მინისტრის განცხადება
14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა.
-
2017-08-12 პრემიერ-მინისტრმა თიანეთის მოსახლეობას “თიანეთობა 2017“ მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას "თიანეთობა 2017" მიულოცა.
-
2017-08-12 პრემიერი დიდგორობა 2017ს დაესწრო
მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა - ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც "დიდგორობა 2017"-თან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
-
2017-08-11 პრემიერმა კურორტი “ბიოლი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა.
-
2017-08-11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
2013-2017 წლების დასრულებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
-
2017-08-11 პრემიერმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვა
იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ.
-
2017-08-11 პრემიერ-მინისტრის განცხადება
2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
-
2017-08-10 2017 წლის10 აგვისტოს მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2017-08-10 პრემიერ-მინისტრი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ, - ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებს მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2017-08-10 პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.
-
2017-08-10 პრემიერმა რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული რეგიონების უკვე ყოფილ გუბერნატორებს - გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს მადლობა გადაუხადა.
-
2017-08-10 პრემიერ-მინისტრი მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.
-
2017-08-09 2017 წლის 10 აგვისტოს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 36 საკითხი.
-
2017-08-09 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ ავსტრალიის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოსა და ავსტრალიას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
-
2017-08-09 პრემიერ-მინისტრმა „გილეადის“ ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
-
2017-08-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენს მეხანძრეებს და მაშველებს ძალიან ოპერატიული მუშაობისთვის.
-
2017-08-08 პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
-
2017-08-07 NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის ცერემონია
ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.
-
2017-08-06 ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონია
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არასოდეს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს.
-
2017-08-03 პრემიერი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს გამოეხმაურა
საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობის პოლიტიკის გაგრძელება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.
-
2017-08-03 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მკაფიო და ხმამაღალი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2017-08-02 2017 წლის 3 აგვისტოს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 33 საკითხი.
-
2017-08-02 მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-08-01 გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვართ რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში, შეძენილ საქართველოს დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად.
-
2017-08-01 პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს ნამდვილად გაუმართლა რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-08-01 შეხვედრა სწავლების - “ღირსეული პარტნიორი” მონაწილეებთან
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მრავალეროვნული სწავლების- "ღირსეული პარტნიორი" მონაწილე სამხედროებს შეხვდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მრავალეროვნულ სწავლებას- „ღირსეული პარტნიორი" საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება გაცილებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს.
-
2017-08-01 ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine-ი ხდება
უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-08-01 შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.