-
2017-09-30 პრემიერმა „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გახსნა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა" გაიხსნა, - ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
-
2017-09-29 პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღებაზე
პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა და იმ პოტენციალს გაუსვა ხაზი, რაც საქართველოსა და ჩინეთს სავაჭრო, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კუთხით გააჩნიათ.
-
2017-09-29 პრემიერ-მინისტრმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა
ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია - მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ სამუშაო ლანჩზე გააკეთა.
-
2017-09-28 შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელთან
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა, დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში გაწერილი მთავრობის პრიორიტეტების და აღნიშნული დოკუმენტების იმპლემენტაციის დინამიკის შესახებ.
-
2017-09-27 გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
-
2017-09-27 პრემიერ-მინისტრის განცხადება
1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან.
-
2017-09-26 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს 27 სექტემბერს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს 27 სექტემბერს შეხვდება. რგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.
-
2017-09-26 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი გახსნა.
-
2017-09-26 მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა
საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა.
-
2017-09-26 საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს
საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს.
-
2017-09-26 კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას.
-
2017-09-26 შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა, რომელიც თბილისში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
-
2017-09-22 არა ძალადობას !
იხილეთ ინფოგრაფიკა
-
2017-09-22 გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
-
2017-09-22 პრემიერის გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
პირველ რიგში, ნება მომეცით, მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო ბოლო დღეებში ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი სტიქიური უბედურებების გამო დაზარალებულებს - ქარიშხლებმა უდიდესი ზიანი მიაყენა კარიბის ზღვის კუნძულ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ რეგიონს, ხოლო მიწისძვრამ კატასტროფა გამოიწვია მექსიკაში.
-
2017-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.
-
2017-09-21 საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
-
2017-09-21 ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით
ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით, UNGA72-ში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად.
-
2017-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს შეხვდა.
-
2017-09-20 შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა.
-
2017-09-20 საქართველო OGP-ის თავმჯდომარე გახდა
საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე გახდა.
-
2017-09-20 გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.
-
2017-09-19 UNGA72-ის გენერალური დებატები გაიხსნა
UNGA72-ის გენერალური დებატები გაიხსნა.
-
2017-09-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ტომას გრემინგერის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გაიმართა.
-
2017-09-18 გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცასთან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა
-
2017-09-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო.
-
2017-09-15 დემოკრატიის გამყარება
იხილეთ ინფოგრაფიკა - რა გაკეთდა საქართველოში დემოკრატიის გამყარების კუთხით
-
2017-09-15 სიახლეები ზოგად განათლებაში
იხილეთ ინფოგრაფიკა
-
2017-09-15 გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე 21 სექტემბერს სიტყვით გამოვა.
-
2017-09-15 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს!
-
2017-09-15 პრემიერ-მინისტრმა 14 სექტემბერს ბორდოში ოფიციალურად გახსნა გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ოფიციალურად გახსნა გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი".
-
2017-09-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენთვის და პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობისთვის. ვგულისხმობ მეღვინეობის აკვნის - საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში - ბორდოში ჩატარებას.
-
2017-09-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორდოს მერს შეხვდა
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ალან ჟუპემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-09-14 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მიღებაზე - „საქართველო - ღვინის სამშობლო“
განსაკუთრებით მინდა მივესალმო საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბორდოს მერს ალან ჟუპეს და ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტს, ქალბატონ სილვი კაზს.
-
2017-09-14 ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა
ქვევრი დღეიდან ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია - "იუნესკოს" მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.
-
2017-09-14 პრემიერმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნა
უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოიფინა.
-
2017-09-14 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.
-
2017-09-14 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას.
-
2017-09-14 ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 12 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
-
2017-09-13 პრემიერი ბორდოში ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 14 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი".
-
2017-09-13 თურქეთში პარხალის მონასტრის რეაბილიტაციაში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება
16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-09-13 ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა.
-
2017-09-13 პრემიერი MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.
-
2017-09-13 თუშეთში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე - ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
-
2017-09-12 პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.
-
2017-09-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.
-
2017-09-12 პრემიერ-მინისტრი მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე
პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაში - "A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East"
-
2017-09-12 უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.
-
2017-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს.
-
2017-09-11 გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-09-11 შეხვედრა ლიტვის სეიმის დელეგაციასთან
საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერებას, - ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2017-09-11 შეხვედრა IMF-ის დელეგაციასთან
საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-09-07 ეკონომიკის ზრდა 2017
საქართველოს ეკონომიკის დადებითი ტენდენციები
-
2017-09-07 2017 წლის 7 სექტემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2017-09-07 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
-
2017-09-07 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა, - ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ტემპს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
-
2017-09-07 პრემიერი EBRD-ს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის და ევრობანკის გუნდს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
-
2017-09-06 2017 წლის 7 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 29 საკითხი
-
2017-09-06 ინვესტორთა საბჭოს სხდომა
სასამართლო რეფორმა, კომერციული პალატების შექმნის ინიციატივა, კანონი მეწარმეთა შესახებ და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-09-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები
მინდა მივესალმო ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს მეგობარს, სერ სუმა ჩაკრაბარტის და დიდი მადლობა გადავუხადო მას ვიზიტისთვის. იგი უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში, რაც მისი განსაკუთრებული მხარდაჭერის დადასტურებაა.
-
2017-09-06 საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-09-05 უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა, უკრაინის დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე:
-
2017-09-05 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ლატვიის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.
-
2017-09-04 მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს
მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2017-09-04 პრემიერმა საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე შეხვედრა გამართა
საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრგიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-09-01 ამერიკელ კონგესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.
-
2017-09-01 პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს.
-
2017-09-01 პრემიერი საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას ულოცავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ულოცავს ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 3 წლის შესრულებას, რომლის განმავლობაში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.