-
2017-09-11 გიორგი კვირიკაშვილი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს და ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკიმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-09-11 შეხვედრა ლიტვის სეიმის დელეგაციასთან
საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის, წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით, წამყვანი ქვეყანაა და ლიტვა ხელს შეუწყობს საქართველოს ამ როლის კიდევ უფრო გაძლიერებას, - ამის შესახებ ლიტვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2017-09-11 შეხვედრა IMF-ის დელეგაციასთან
საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.