-
2017-09-14 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მიღებაზე - „საქართველო - ღვინის სამშობლო“
განსაკუთრებით მინდა მივესალმო საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბორდოს მერს ალან ჟუპეს და ღვინის კულტურებისა და ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტს, ქალბატონ სილვი კაზს.
-
2017-09-14 ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა
ქვევრი დღეიდან ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია - "იუნესკოს" მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.
-
2017-09-14 პრემიერმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გახსნა
უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin გამოიფინა.
-
2017-09-14 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.
-
2017-09-14 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას.
-
2017-09-14 ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 12 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.