-
2017-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.
-
2017-09-21 საქართველო ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს თავმჯდომარე გახდა
საქართველო პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
-
2017-09-21 ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით
ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით, UNGA72-ში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად.
-
2017-09-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევს შეხვდა.