საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-10-04 საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

    თბილისი, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, - გამოფენის გახსნას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსთან ერთად დაესწრო.

  • 2017-10-04 კანადა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს

    კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სტეფან დიონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-10-04 შეხვედრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციასთან

    საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, ამ მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბილიანა მილოშევიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

  • 2017-10-04 პრემიერმა იტალიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

    საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსა და იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.