-
2017-11-30 პრემიერ-მინისტრმა „გალერია თბილისი“ გახსნა
97 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 800 დასაქმებული - თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე „გალერია თბილისი" გაიხსნა.
-
2017-11-30 2017 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა.
-
2017-11-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ ეწვევა
Официальный визит Премьер-министра Грузии Георгия Квирикашвили в Республику Армения состоится после того, как Парламент Грузии утвердит обновленный состав Правительства Грузии.
-
2017-11-30 პრემიერი - მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გველოდება
2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7% შეადგინა; 10 თვეში, 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი დღეს დილით გამოქვეყნდა.
-
2017-11-30 გიორგი კვირიკაშვილი - ყველამ აღნიშნა, რომ „თბილსის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება
თბილისის აბრეშუმის გზის ძალიან წარმატებული ფორუმს - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და შედეგი აუცილებლად იქნება.
-
2017-11-30 პრემიერი - მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში
არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
-
2017-11-29 შეხვედრა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანამშრeeომლობა, ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკისვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-29 შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას შეხვდა.
-
2017-11-29 WHO საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეფექტურად აფასებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი საქართველოს მიღწევებს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიესალმება და სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებს ეფექტურად აფასებს, - ამის შესახებ ჟუჟანა ჯაკაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-11-29 ნატალია ჯალიაშვილმა OHCHR-ის წარმომადგენლებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-29 საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს, რომელიც თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2017-11-29 გამოსვლა დისკუსიაზე - Capture the Investment Opportunities
სიხარულით მოგესალმებით აქ, საქართველოში, „თბილისის სარტყლისა და გზის" ფორუმზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა განვიხილოთ მომავალი ამ ამ უნიკალური ინიციატივისა, რომელსაც მშვიდობა, კეთილდღეობა და თანამშრომლობის შესაძლებლობა მოაქვს აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული მრავალი ქვეყნისათვის.
-
2017-11-29 საქართველოსა და მოლდოვის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა
საქართველო-მოლდოვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების შესახებ იმსჯელეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-29 პირისპირ შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2017-11-29 დახვედრის ოფიციალური ცერემონია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
-
2017-11-29 ADB საქართველოს მიღწევებს შთამბეჭდავად აფასებს
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-11-28 ოფიციალური მიღება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეების პატივსაცემად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.
-
2017-11-28 შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან
საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველო-სლოვენიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ერიავეცის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-11-28 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უკრაინელ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა და განხორციელებული რეფორმები გააცნო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობა იყო მთავარი თემები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის ოლეკსანდრ საიენკოს შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-28 პრემიერის გამოსვლა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თემატურ დისკუსიაზე - High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability
ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
-
2017-11-28 შეიხი ალ ნაჰიანი საქართველოში ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს
არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობას აორმაგებს, - ამის შესახებ შეიხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის" სახელით იმართება.
-
2017-11-27 შეხვედრა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქტიური თანამშრომლობა, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალან პილუმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-27 სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ „უკრაინელ ქალთა პირველ კონგრესში
2017 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ „უკრაინელ ქალთა პირველ კონგრესში".
-
2017-11-27 საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების განცხადებები მედიისთვის
მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.
-
2017-11-27 საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა
საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა.
-
2017-11-27 პირისპირ შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
-
2017-11-27 საქართველოს მთავრობა ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს - მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია
საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს.
-
2017-11-25 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
-
2017-11-25 პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
-
2017-11-25 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ მივიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა.
-
2017-11-25 საქარველოს პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმში დაჯდა
საქარველოს პრემიერ -მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო ბრიუსელიდან თბილისის ნაცვლად პირდაპირ ბათუმში დაჯდა.
-
2017-11-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელი კომენტარი
დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველოს წარმატებაზე ერთხმად აღინიშნა.
-
2017-11-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს მიმართა
საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და სანდო პარტნიორად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მონაწილეებს, რომელსაც ბრიუსელი მასპინძლობს.
-
2017-11-24 შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.
-
2017-11-24 შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა. მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
-
2017-11-24 შეხვედრა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა.
-
2017-11-24 შეხვედრა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ სტეფან ლუვენს შეხვდა.
-
2017-11-24 შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
-
2017-11-24 შეხვედრა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფინელ კოლეგას, იუჰა სიპილას შეხვდა.
-
2017-11-23 შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
-
2017-11-23 შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.
-
2017-11-22 პრემიერმა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მოინახულა.
-
2017-11-20 შეხვედრა სერბეთის ვიცე-პრემიერთან
საქართველოში 2018 წელს სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზებაიგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სერბეთის ვიცე-პრემიერის, ვაჭრობის,ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის, რასიმ ლიაიჩის დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2017-11-20 საქართველო ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალური პარტნიორობის პლატფორმას უერთდება
საქართველო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალურ ინიციატივას უერთდება, რომელიც ახალი მექანიზმია და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნების დახმარებას ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმების შემუშავებისათვის.
-
2017-11-20 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იაპონიის ახალ ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ახალ ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
-
2017-11-19 საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.
-
2017-11-17 პრემიერმა ათონის მთის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათონის მთის ამსახველი ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრო, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, საბერძნეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იმართება.
-
2017-11-17 სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია - „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ გახსნა
„მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის" - ამ თემაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია გახსნა.
-
2017-11-17 ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 16 ნოემბერს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
-
2017-11-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №321
ნ. ჯავახაძის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2017-11-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №320
მ. მალანიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2017-11-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №319
კ. საბანაძის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2017-11-16 შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალოუსიო ნუნეს ფერეირას შეხვდა.
-
2017-11-16 მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ ტრენინგი გაიმართა
2017 წლის 15-16 ნოემბერს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი პატრიკ ტვომეი უძღვებოდა.
-
2017-11-16 შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან
საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-11-15 პრემიერ-მინისტრის განცხადება
მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოვებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ.
-
2017-11-15 2017 წლის 15 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2017-11-15 პრემიერი - კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ
დარწმუნებული ვარ, ეს სამეცნიერო მუშაობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ჩვენ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერებისა და მკვლევარების დასკვნას ქართული ღვინის შესახებ.
-
2017-11-15 მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ.
-
2017-11-14 შეხვედრა პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკისა და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.
-
2017-11-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №303
დ. ქუმსიშვილის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნისა და პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
-
2017-11-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №302
გ. გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
-
2017-11-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №299
მ. ჯანელიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2017-11-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №297
გ. მღებრიშვილის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ
-
2017-11-13 პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.
-
2017-11-13 პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს - მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.
-
2017-11-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
მოგესალმებით, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი.
-
2017-11-12 პრემიერი გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნას დაესწრო
მეწარმეობის წახალისება და ბიზნესისა თუ ინოვაციების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, რომლის განხორციელების ერთგული მე თავადაც გახლავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოპარკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
-
2017-11-12 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, გაიმართება პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი
-
2017-11-10 გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს
მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება.
-
2017-11-10 ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საგარეო დახმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მიღწევები და გამოწვევები განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, იყო განხილვის ძირითადი თემები ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „რუმს თბილისში" გაიმართა.
-
2017-11-10 პრემიერ-მინისტრი დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური დღეს დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
-
2017-11-10 შეხვედრა Nurol Holding-ის ხელმძღვანელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.
-
2017-11-10 შეხვედრა „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებთან
საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-11-09 ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა
ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.
-
2017-11-09 მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
-
2017-11-09 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის ახალ ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.
-
2017-11-09 პრემიერ-მინისტრმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა
ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან.
-
2017-11-08 2017 წლის 8 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა.
-
2017-11-08 პრემიერის მილოცვა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით
მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე.
-
2017-11-07 2017 წლის 8 ნოემბერს, 10:20 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 20 საკითხი
-
2017-11-07 ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
„ილია - ჩვენი თანამედროვე" - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
-
2017-11-07 შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს, სოციალური პოლიტიკის მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა, რომელიც, სოციალური პროგრამების მიმართულებით, საქართველოს გამოცდილებას ეცნობა.
-
2017-11-03 შეხვედრა რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ბიზნესგარემოს, კომერციისა და მეწარმეობის მინისტრ ჰარი ილან ლაუფერს შეხვდა.
-
2017-11-02 პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციაზე ისაუბრა
ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა, ყველას მივულოცო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან დაწინაურებას - 7 ადგილით, მე-16-დან მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.
-
2017-11-02 შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.
-
2017-11-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს.
-
2017-11-01 სამუშაო სადილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
-
2017-11-01 საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი
თქვენი თბილისში ჩამობრძანება ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა პატივსაცემ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისთვის - ეს ხაზს უსვამს ჩვენი ურთიერთობების სიღრმესა და მასშტაბს.
-
2017-11-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.