-
2017-11-10 გიორგი კვირიკაშვილი: ევროკომისია საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს
მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება.
-
2017-11-10 ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საგარეო დახმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, მიღწევები და გამოწვევები განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, იყო განხილვის ძირითადი თემები ადამიანური კაპიტალის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც დღეს სასტუმრო „რუმს თბილისში" გაიმართა.
-
2017-11-10 პრემიერ-მინისტრი დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური დღეს დავით ნარმანიას საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
-
2017-11-10 შეხვედრა Nurol Holding-ის ხელმძღვანელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა.
-
2017-11-10 შეხვედრა „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებთან
საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.