-
2017-11-09 ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა
ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.
-
2017-11-09 მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
-
2017-11-09 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საბერძნეთის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საბერძნეთის ახალ ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.
-
2017-11-09 პრემიერ-მინისტრმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა
ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან.