საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-12-28 გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

    დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ.

  • 2017-12-27 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

    გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ძალიან ბევრ სიხარულს!

  • 2017-12-27 შეხვედრა თურქეთის ახალ ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.

  • 2017-12-27 პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის მედიაცენტრში

    დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას, გისურვებთ ძალიან ბევრ სიხარულს 2018-ში!

  • 2017-12-27 პრემიერ-მინისტრმა 2017 წლის მიღწევები შეაჯამა

    დღეს მთავრობის პირველი სხდომაა განახლებულ ფორმატში, განახლებული შემადგენლობით და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, შევეხო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.

  • 2017-12-27 პრემიერმა მთავრობის სხდომა ქართველ დიპლომატ კონსტანტინე ზალდასტანიშვილზე საუბრით დაიწყო

    მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო -ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე.

  • 2017-12-27 2017 წლის 27 დეკემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 52 საკითხი

  • 2017-12-26 პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • 2017-12-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო.

  • 2017-12-25 პრემიერ-მინისტრმა, მეუღლესთან ერთად, პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა

    "თქვენო უწმინდესობავ, თქვენი აღსაყდრების 40 წლის იუბილე ჩვენთვის არის უდიდესი დღესასწაული. მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვნი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ღვთის უდიდესი მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით - ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. 

  • 2017-12-24 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

  • 2017-12-22 პეტიციების პორტალი ICHANGE.GOV.GE

    ICHANGE.GOV.GE - პეტიციების ახალი პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს საშუალებას აძლევს პეტიციის მეშვეობით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართოს. 

  • 2017-12-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    დასრულდა ორდღიანი პროცედურა. ჩვენმა კაბინეტმა, განახლებული შემადგენლობით, მიიღო პარლამენტის ნდობა.

  • 2017-12-22 პრემიერ-მინისტრის დასკვნითი გამოსვლა პარლამენტში

    მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, მინდა, მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა, ვუსურვო მათ წარმატება. ჩვენ მოგვიწევს მთელი ჩვენი უნარის, გამოცდილების, შესაძლებლობის გამოყენება, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე.

  • 2017-12-22 პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    103 ხმით 17-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. 

  • 2017-12-21 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

    მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მივესალმები პატივცემულ დეპუტატებს!

  • 2017-12-21 შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან

    „ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს და უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ - ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც, საზოგადოების სხვა ფენებსაც, რათა მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-12-20 შეხვედრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

  • 2017-12-20 პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრით დაიწყო. 

  • 2017-12-20 შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ და დეპუტატებს სამთავრობო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. 

  • 2017-12-20 შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან

    ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაგაცნოთ ჩვენი სამომავლო გეგმები, ასევე გესაუბროთ უკვე დასრულებული საქმეების შესახებ და ასევე მნიშვნელოვანია, მოვისმინო თქვენი მხრიდან შეკითხვები, რეკომენდაციები.

  • 2017-12-19 ერთობლივი წინასაახალწლო მიღება

    საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთობლივ წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.

  • 2017-12-19 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება.

  • 2017-12-15 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სომხეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან.

  • 2017-12-15 უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა - ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-12-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან.

  • 2017-12-14 პრემიერმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

    ვეტერანის წოდება იწვევს განსაკუთრებულ მოწიწებას და, რა თქმა უნდა, მათ მიერ გაკეთებული საქმე გვაძლევს ჩვენ დღეს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში და მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი შვილებისთვის ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-12-14 2017 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა.

  • 2017-12-13 სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის შეფასება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან ერთად , სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 - 2017 წწ) შედეგები კონფერენციაზე "სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის" შეაჯამა.

  • 2017-12-13 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ,,მე დაწვრილებით გავეცანი გიორგი გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის, ნამდვილად, ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც მე ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა...

  • 2017-12-12 პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

    როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო.

  • 2017-12-12 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

    სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • 2017-12-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად, ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

  • 2017-12-11 ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება

    ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-12-11 ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

    ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება, - პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გამართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

  • 2017-12-11 პრემიერი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. 

  • 2017-12-08 პრემიერი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე

    დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა, რასაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მიზანმიმართულობას და დიდ ძალისხმევას ამ გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ღირსეულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ასევე მისიის ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობის ვადის ამოწურვას მიეძღვნა.

  • 2017-12-07 პრემიერ-მინისტრი დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვას გამოეხმაურა

    უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარების შესახებ.

  • 2017-12-07 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

  • 2017-12-07 პრემიერი - მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები

    მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

  • 2017-12-06 სოფო ჯაფარიძემ ადრეული ქორწინების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელზეც ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული პირველი თვისობრივი კვლევის შედეგები წარადგინეს.

  • 2017-12-05 უწყებათაშორისი კომისიის კონფერენცია

    5 დეკემბერს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მანდატის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები - მიღწევები, გამოწვევები, მიზნები.

  • 2017-12-05 შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა.

  • 2017-12-04 შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან

    მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-12-04 სოფიო ჯაფარიძემ რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრები გამართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ, გენდერული თანასწორობის და უსაფრთხოების საკითხებზე, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, ე.წ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.

  • 2017-12-04 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“

    ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მომეცა საშუალება, მივესალმო ამ უმნიშვნელოვანესი კონფერენციის მონაწილეებს.

  • 2017-12-02 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.