-
2017-12-11 ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მიღება
ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მონაპოვარი სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით მიღწეული პროგრესია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ჩვენ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შედეგებით, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და დაწყებული თანმიმდევრული რეფორმები ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-12-11 ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება, - პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გამართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-12-11 პრემიერი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.