-
2017-12-07 პრემიერ-მინისტრი დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვას გამოეხმაურა
უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარების შესახებ.
-
2017-12-07 პრემიერ-მინისტრის განცხადება
მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
-
2017-12-07 პრემიერი - მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.