-
2018-01-31 თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება
"გილოცავთ ამ, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვან დღეს. დიდი პაუზის შემდეგ გამოიძებნა ინვესტორი, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ამ ულამაზეს ისტორიულ შენობას," - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ჰილტონის" მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
-
2018-01-31 ბიზნესი საქართველოში არსებულ გარემოს საქმიანობისა და განვითარებისთვის ხელსაყრელად აფასებს
საქართველოში არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელია კერძო სექტორის ყოველდღიური საქმიანობისა და გრძელვადიანი განვითარებისთვის - ასეთია საქართველოს მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეფასება.
-
2018-01-30 ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
-
2018-01-29 ოფიციალური ვახშამი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგას, საულიუს სკვერნელისს და მის თანმხლებ სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
-
2018-01-29 საქართველოსა და ლიტვის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები
მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ლიტველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს საქართველოში.
-
2018-01-29 შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით
საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.
-
2018-01-29 ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია.
-
2018-01-26 შეხვედრა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2018-01-25 პრემიერ-მინისტრი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.
-
2018-01-25 2018 წლის 25 იანვარის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა.
-
2018-01-25 პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დანიშნა
ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი, ეს არის ირაკლი ლექვინაძე. ირაკლის საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მერის მოადგილე.
-
2018-01-25 გიორგი კვირიკაშვილი - დავოსის ფორუმი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია
დავოსის ფორუმი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ფორუმიდან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები კიდევ ერთხელ შეაჯამა.
-
2018-01-25 ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმა
მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
-
2018-01-25 სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია
თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. ერთი რამ ცხადია, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას და ძლიერი სარეზერვო სისტემა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
-
2018-01-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
-
2018-01-24 პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა
მინდა, შევაჯამო დავოსში ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული ვიზიტი ჩავატარეთ.
-
2018-01-24 პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
-
2018-01-24 საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით კომპანია Hillwood-ი დაინტერესდა
საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალით მსხვილი ამერიკული კომპანია Hillwood-ი ინტერესდება, - ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის თავმჯდომარე ჰენრი როსს პეროტს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
-
2018-01-23 შეხვედრა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვს შეხვდა.
-
2018-01-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia.
-
2018-01-23 გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
-
2018-01-23 Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს
მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2018-01-23 JSW Group საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰოლდინგური კომპანია JSW Group-ი საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარე საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-01-23 Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, საიდანაც მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ დალალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
-
2018-01-23 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიების განხილვა
მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები განიხილეს.
-
2018-01-22 პრემიერმა ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოლიმპიური მუზეუმი დაათვალიერებინა.
-
2018-01-22 შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, - აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.
-
2018-01-21 გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა.
-
2018-01-18 ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო
ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელშეწყობას, საჯარო მმართველობაში გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.
-
2018-01-17 2018 წლის 17 იანვარის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2018-01-16 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მდგრადი და ინკლუზიური ზრდის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გამართა
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების საჭიროებები; ბიზნესის ხელშეწყობის გარემო; მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2018 - 2021 და მეწარმეობის განვითარება იყო ძირითადი განსახილველი თემები საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური ზრდის საკითხებს მიეძღვნა.
-
2018-01-11 2018 წლის 11 იანვარის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი განიხილა.
-
2018-01-11 პრემიერმა მთავრობას 2018 წლის გეგმების განხორციელებაში წარმატება უსურვა
2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები; მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღსრულდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2018-01-11 პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა
სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
-
2018-01-07 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა
ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
-
2018-01-04 პრემიერმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა
თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
-
2018-01-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს!